Vau.ge

ამ ნაყენმა ხელახლა მშობა: მისი წყალობით ანემია დავამარცხე! ამ მცენარის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა მრავალი დაავადების წინააღმდეგ!

ამ ნაყენმა ხელახლა მშობა: მისი წყალობით ანემია დავამარცხე! ამ მცენარის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა მრავალი დაავადების წინააღმდეგ!

რამდენიმე ხნის წინათ ოპერაცია გავიკეთე, რის მერეც საშვილოსნოდან სისხლდენა კარგა ხანს არ შემიწყდა. ბუნებრივია, ანემია დამემართა. სისხლნაკლებობის საწინააღმდეგოდ ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ უამრავ ვიტამინს და რკინის შემცველ აბებს, მაგრამ ვერ მიშველა. ჰემოგლობინი საგრძნობლად დამიქვეითდა. სისხლდენასაც ვერაფრით ვაჩერებდით — რამდენიმე ხნით წყდებოდა, მერე განახლდებოდა ხოლმე.

ერთ დღეს ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე. იგი სამკურნალო მცენარეებით არის გატაცებული. მირჩია, სამყურა ბალახის ნაყენი მიმეღო, რომელიც უებარი ყოფილა ანემიისა და სისხლდენის დროს.

ნაყენი ასე მზადდება:

1 ს/კ გამხმარ და დაქუცმაცებულ სამყურას ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ნახევარი საათით დააყენოთ. პირველ დღეებში, როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას, 2-3 საათში ერთხელ ვიღებდი თითო სუფრის კოვზს, 3-4 დღის შემდეგ სისხლდენა საგრძნობლად შემიმცირდა (შეიძლება ითქვას, შემიწყდა).

ამის შემდეგ სამყურათი ანემიის მკურნალობა დავიწყე. ვიღებდი იმავე ნაყენს, ოღონდ ამჯერად 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ. ნაყენს ერთი თვე ვსვამდი. ამ ხნის განმავლობაში სისხლდენას აღარ შევუწუხებივარ. ჰემოგლობინი საგრძნობლად მომატებული აღმომაჩნდა.

ეს ყველაფერი მხოლოდ სამყურას დამსახურება იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში სხვა წამალს აღარ გავკარებივარ. მინდა ყველა ქალს ვურჩიო, მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენონ ეს ძალიან უბრალო, მაგრამ ეფექტიანი საშუალება.

ექიმის კომენტარი:

წითელი სამყურა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას უამრავი ღირსება აქვს. ჯერ ერთი, მისი ყვავილებისგან საუკეთესო თაფლი მზადდება, მეორეც, სამკურნალო თვისებებითაა მდიდარი.

სამყურა უმთავრესად მდელოებზე ხარობს. იზრდება 15-40 სმ სიმაღლისა. ყვავილობს მაის-სექტემბერში. უსუნოა, აქვს წითელი ყვავილები და მოტკბო გემო. სამკურნალოდ ვარგისია მცენარის ყვავილები ფოთლებიანად.

მისი ნაყენი და ნახარში ოფლმდენი, შარდმდენი, ამოსახველებელი და ბაქტერიოციდული საშუალებაა. კარგია ანემიისა და სისხლდენის დროსაც. გარდა ამისა, სამყურას ნაყენს იყენებენ გულისა და თირკმლისმიერი შეშუპების, რევმატიზმისა და შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ.

მის საფენებს ჭრილობაზე იდებენ, მცენარის ახალგამოწურულ წვენს კი ალერგიული დაავადებების დროს სვამენ. უკუჩვენება არ აქვს. აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში სამყურას არყიან ნაყენსაც იყენებენ:

40 გ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ 40°-იანი არაყი და 10 დღე გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 20 მლ სადილის წინ. მკურნალობის კურსი 3 თვეა. ექვსთვიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

Exit mobile version