Vau.ge

რძეში გახნილი დინდგელი: უებარი წამალია გაციების, ვირუსების და ყელის ტკივილის სამკურნალოდ!

რძეში გახნილი დინდგელი: უებარი წამალია გაციების, ვირუსების და ყელის ტკივილის სამკურნალოდ!

წლების განმავლობაში მთელ ოჯახს გვტანჯავდა ბრონქიტი. ვმკურნალობდით სხვადასხვა მეთოდებით, თუმცა არც ისე ეფექტური იყო. ერთხელაც  მივაგენი ამის სამკურნალო ძალიან ფექტიან საშუალებას.

როცა ბრონქების მკურნალობას ვიწყებ ხოლმე ამ წამლით, ნერვებიც მიწყნარდება, თავს კარგად ვგრძნობ. ახლახან წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში, თურმე, დინდგელი ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. ასე რომ, ეს საშუალება ერთდროულად ორ პრობლემას მიგვარებს.

ნაყენის მომზადების რეცეპტი ასეთია:

1 ჩ/ჭ ადუღებული ნატურალური რძე დადქით ქვაბით გაზზე, თანდათანობით დაამატეთ დაქუცმაცებული დინდგელი და თან 10 წუთი ხის კოვზით ურიეთ. შემდეგ რძე გაწურეთ ოთხფა დოლბანდში და ნაყენი ჩაასხით შუშის ქილაში. გაციებისას რძის ზედაპირზე ცვილის ფენა წარმოიქმნება, რომელიც ფრთხილად უნდა მოაშოროთ. ნაყენი უნდა სვათ თითო ს/კ 2-3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1/2-1 საათის შემდეგ. შეინახეთ მაცივარში, მაგრამ ცივს ნუ დალევთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა, ზოგჯერ 2 კვირაც საკმარისია.

დინდგელიან რძეს ბავშვები კარგად სვამენ, ჩემთვის კი სპირტიან ნაყენს ვამზადებ. იგი უფრო მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ დიდხანს ინახება და თან შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, გაციების, ანგინის და ანთების დროს ყელში ან პირში გამოსავლებად.

მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით 0,5 ლ სამედიცინო სპირტი, ჩაყარეთ 100 გ დაქუცმაცებული დინდგელი და ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავი. დადგით 10-14 დღე ბნელ, თბილ ადგილას და დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, რათა დინდგელი კარგად გაიხსნას. ჭურჭლის ძირზე წარმოიქმნება ნალექი. გადაწურვა აუცილებელი არ არის. ნაყენი შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ძალიან კარგია მისი მიღება ანგინის დროსაც. საკმარისია დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ დალიოთ 30-40 წვეთი, რომ უკეთესობა იგრძნოთ.

საინტერესოა  გამოცდილი ექიმის კომენტარი:

დინდგელი ფუტკრის პროდუქტია. მის შესახებ ადრეც გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად მოკლედ გეტყვით, რომ მას უნიკალური ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული, ლორწოვანი გარსების აღმდგენი და სხვა მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Exit mobile version