Vau.ge

თუ ამას გააკეთებთ 1 დღეც საკმარისი იქნება, რომ შეაჩეროთ გაციება და აირიდოთ შედგომი გართულებები!

თუ ამას გააკეთებთ 1 დღეც საკმარისი იქნება, რომ შეაჩეროთ გაციება და აირიდოთ შედგომი გართულებები!

გაციებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ექმნება. არც მე ვარ გამონაკლისი, ამ დროს აუცილებლად მივმართავ ხალხურ მედიცინას. ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ.

რეცეპტი და მომზადების წესი:

ვირისტერფას ფოთლები კარგად გარეცხეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო. ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

მიღების წესი:

1 ს/კ ნარევი მიღების წინ გააზავეთ 3ს/კ წყალში. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ. წამლის ასეთი სახით მომზადებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ, ზამთარში კი გამხმარი ფოთლების ნაყენი მოამზადეთ შემდეგნაირად:

5 გ (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა.

უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ. მერწმუნეთ, უებარია.

 ექიმის კომენტარი:

ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. აქვს ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავი- ლედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდე-ბა ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე.

ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორ რიგად განლაგებული ფოთლისმაგვარი საბურვლით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მომრგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24 სმ, კიდეები უთანაბროდ აქვს დაკბილული, ზემოდან პრიალაა, მუქი მწვანე, ქვემოდან ქე- ჩისებრი თეთრი ბუსუსებით.

თესლი 3,5-4 მმ სიგრძისაა. ყვავილობს მარტ-აპრილში, თესლი მწიფდება აპრილ-მაისში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. ნედლეულად იყენებენ ვირისტერფას ყვავილებსა და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ, ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Exit mobile version