თუ გაწუხებთ თავბრუსხვევას, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა! ამის ცოდნა გამოგადგებათ!
თავბრუსხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც „მოძრაობის ილუზიაზე“ ან „მოძრაობის ჰალუცინაციაზე“.
თავბრუსხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია. ზოგს ფრენისას ან ხმაურიანი წვეულების შემდეგ, მაგრამ როცა თავბრუსხვევა არსებითი მიზეზის გარეშე ვითარდება, თანაც არაერთხელ, მისი მიზეზის დადგენა აუცილებელია.
რა იწვევს თავბრუსხვევას? საინტერესოა ვიცოდეთ მიზეზები და როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას!
თავბრუსხვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მოწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები.
თავბრუსხვევის მიზეზები თუ თავბრუსხვევა წარმოიშობა სწრაფი ადგომის ან მიბრუნება-მობრუნების შემდეგ და თანდათან მცირდება, ეს შესაძლოა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლინება იყოს. როდესაც თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, შუილი და ყურებში ხმაური, თან გაციებულიც ხართ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ყურის ანთება (ოტიტი) გქონდეთ.
თავბრუსხვევისა და წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია შიგნითა ყურის წყალმანკი. შაკიკი ხშირად ვლინდება თავბრუსხვევის, სიყრუის, ყურებში ჟღარუნის შეგრძნებით. ამასთანავე, შაკიკიან ადამიანებს, რომლებსაც ეს ჩივილები აწუხებთ, თავბრუსხვევა თავის ტკივილის გარეშე უვლინდებათ. ამ მდგომარეობას ხშირად განიხილავენ როგორც „შაკიკს თავის ტკივილის გარეშე“ ან „უთავო შაკიკს“.
ჩემთვის ცნობილია თავბრუსხვევის სამკურნალო ხალხური რეცეპტი:
1ს/კ დაფხვნილ სამკურნალო ბარისპირას (რაჭულად ფოთოლა-ბალახი ჰქვია, მოხევეები ბარაის ეძახიან) დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყოვნეთ 2 საათი. შემდეგ გაწურეთ, მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ექიმის კომენტარი:
ბარისპირა, სამწუხაროდ, ფარმაკოპეაში შეტანილი არ არის და, შესაბამისად, არ არის შესწავლილი მისი სამკურნალო ეფექტები. ზოგადად კი გირჩევთ, რომ თავბრუსხვევისას ნევროპათოლოგს გაესინჯოთ.
ჩვენს მიერ შემოთავაზებუთავაზებული რეცეპტები შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან. ჩენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
თუ მოგეწონათ სტატია, შთაბეწდილებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!