შესანიშნავი ხალხური საშალება! ნახეთ როდის უნდა გამოიყენოთ იგი!
იცოდით რომ ენურეზს მაყვალი და მოცვი შველის?
ჩემი შვილიშვილი დღენაკლული დაიბადა. რამდენიმე თვე ინკუბატორში იწვა და იქ ინაზღაურებდა იმ დროს, რაც დედის მუცელში დააკლდა. მისი შინ მოყვანის დღე ჩვენს ოჯახში დღესასწაულად იქცა, როგორც იქნა, გვეღირსა — ჩვენს სახლშიც გაისმა ჩვილის ტირილი. თავდაპირველად საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევდით. გვიხაროდა კიდეც — დღე- ნაკლულის კვალობაზე საკმაოდ ჯანმრთელი ჩანდა.
შემაშფოთებელმა ნიშნებმა ოთხი წლის ასაკში იჩინა თავი პატარა კვლავ შარვალში ისველებდა, თანაც ისე, რომ ვერც კი გრძნობდა. კარგა ხანს გაგრძელდა ასე. არაფერი დაგვიკლია, მაგრამ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ დღისით აღარ ისველებდა, ღამით კი ყველაფერი უწინდებურად დარჩა...
სკოლაში მივიყვანეთ თუ არა, პრობლემაც დაგვატყდა თავს: არ ვიცი, სხვა რამის გამო ნერვიულობდა თუ მასწავლებლისა ეშინოდა, უკვე დღისითაც დაეწყო უნებლიე შარდვა. თანაკლასელები დასცინოდნენ და ბავშვმაც სკოლაში სიარულზე უარი გამოგვიცხადა. საგონებელში ჩავცვივდით, რამდენიმე დღე მართლაც აღარ გაგვიშვია სასწავლებელში. ჩვე- ნი ამბავი მეზობლებმაც შეიტყვეს. რჩევები ნიაღვარივით წამოვიდა. ზოგი რას გვთავაზობდა, ზოგი — რას.
ერთ დღეს ქმრის ბიძაშვილი გვესტუმრა, რომელმაც გამიმხილა, ასეთი რამ ბავშვობაში ჩემს შვილსაც სჭირდაო,მასწავლა კიდეც, როგორ დაგვეღწია ამისთვის თავი. არჩევანი რატომღაც სწორედ მის რეცეპტზე შევაჩერე. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა შვილიშვილმა უნებლიე შარდვას არათუ დღისით, ღამითაც უკლო, სკოლაშიც თავისუფლად დადის და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.
მკურნალობა მარტივია:
უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთოთ, 1 საათი გააჩეროთ და გადაწუროთ
მიღების წესი კი ასეთია:
1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა განაგრძოთ, თუმცა შედეგი 4-5 დღის შემდეგ გამოჩნდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია, ბავშვმა ძილის წინ მიიღოს 1 ჩაის კოვზი თაფლი, რომელიც აძლიერებს ნერვული სისტემის ფუნქციებს და ძილის დროს ორგანიზმში სითხეს აკავებს.
თუ მკურნალობას ზაფხულში გადაწყვეტთ, გამოგადგებათ მაყვალი და მოცვიც. – აიღეთ 1 სუფრის კოვზი ახალმოკრეფილი მაყვალი და ამდენივე მოცვი, დაასხით 500 მლ წყალი, 5-10 წუთი ადუღეთ, ერთხანს გააჩერეთ, შეფუთეთ და ასე დატოვეთ 30-40 წუთი. ასვით ბავშვს თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს. თუ ამაზემეტხანს განაგრძობთ, უფრო უკეთესი.