Vau.ge

იჩქარე! ეს სტატია შეიძლება ძალიან მალე წაიშალოს ინტერნეტიდან, რადგან იგი ნამდვილად მუშაობს! საოცარი წამალია!

იჩქარე! ეს სტატია შეიძლება ძალიან მალე წაიშალოს ინტერნეტიდან, რადგან იგი ნამდვილად მუშაობს! საოცარი წამალია!

ექიმებმა პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა მეზობელმა, გამომიტანა თავი მომზადებული წამალი. დავუჯერე და, შეიძლება ითქვას, დღეს უკვე განკურნებული ვარ. მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, დიდი მადლი იქნება, თუ სხვებსაც ასწავლიო.

ძალიან მინდა, თქვენც  გაგაცნოთ ეს რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

მომზადების წესი:

ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაელოდეთ, სანამ 80 გრადუსამდე არ გაგრილდება. ამასობაში  სახეხით დააქუცმაცეთ პროპოლისი. ზამთარში პროპოლისი მაგრდება და ადვილად იფხვნება,  ფხულში კი წებოვანია და ძნელი დასაქუცმაცებელი, რადგან დანას ან სახეხს ეკვრის, ამიტომ წელიწადის ცხელ დროს მაცივარში უნდა შეინახოთ.

150 გ დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით. შემდეგ ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 20 წუთი. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისი არ მიეკროს ქვაბის კედლებსა და ძირს. 20 წუთის გასვლის შედეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შემდეგ ეს მასა გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (და უფრო მეტად) 15-20 წუთის განმავლობაში.

მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქვაბი ხან უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან, ხან ისევ შედგათ. უმჯობესია მიიყვანოთ 90 გრადუსამდე, შემდეგ გადმოდგათ ქურიდან და 80 გრადუსამდე გაგრილებული კვლავ შედგათ. მზა მასა უნდა გაფილტროთ ცალფა დოლ- ბანდში ან ლითონის საცერში და ქილაში გადაიღოთ.

მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვმო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ძირზე რჩება პროპოლისის ნაწილაკების ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება. თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ. ამისთვის კარაქი გახვრიტეთ რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) და წყალი გადმოღვარეთ. ქილის ძირზე წყალი არ გაჩნ- დება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.

Exit mobile version