Vau.ge

ამ პროდუქტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

ამ პროდუქტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

დღეს უნდა ვისაუბროთ ისეთი უნიკალური პროდუქტის შესახებ, როგორიცაა სელის თესლი. ჩემთვის მართლაც აღმოჩენაა სელის სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებ საუბარს დღეს ვერც კი მოვრჩებით, თუმცა მოკლედ შემოგთავაზებთ.

სელი, ისევე როგორც ხორბალი, ერთ-ერთი უძველესი კულტურათაგანია. სელი საქართველოშიც უძველესი დროიდან მოჰყავთ. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ხმარობდნენ სელისგან დამზადებულ ქსოვილებს. სტრაბონის ცნობით, კოლხიდაში ბევრი სელი ითესებოდა. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ეგვიპტის შემდეგ სელის ბოჭკოს ღირსებით განთქმული იყო საქართველო. ამ კულტურას ყოველმხრივ იყენებდნენ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამკურნალო საქმეშიც.

ძველი ქართული სამკურნალო წყაროებიდან ვიგებთ, რომ სამკურნალოდ გამოიყენებოდა სელის თესლი, ზეთი, წვენი, აგრეთვე ქსოვილი — ზოგიერთი ავადმყოფის ტანისამოსი და ხელსახოცი სელის ტილოს ნაჭრისა უნდა ყოფილიყო. სელი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, A ვიტამინით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, ლორწოთი, გლიკოზიდ ლინამარინით.

სელში შემავალ ლორწოს და გლიკოზიდ ლინამარინს აქვს ლორწოვანი გარსის შემომგარსველი ეფექტი, ამიტომ სელის ნაყენი ეფექტიანია გასტრიტებისა და ენტეროკოლიტების სამკურნალოდ. ეს ნაყენი აგრეთვე ხელს უშლის ნაწლავიდან ინფექციური ტოქსინების შეწოვას. სელში შემავალ ცხიმოვან მჟავებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციის გამაძლიერებელი, მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

სელის ნაყენს უნიშნავენ კუჭისა და თორმეტგოჯას პეპტიკური წყლულის, საყლაპავის დაავადებების, ენტერიტებისა და კოლიტების დროს. საუცხოოა სელი ატონიური ყაბზობისა და სიმსუ- ქნის დროს. სელის ზეთში შემავალი ლინეტოლი ანტისკლეროზული ეფექტით ხასიათდება. მკურნალობის ეფექტი მხოლოდ ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობის შედეგად აღინიშნება. ლინეტოლი გამოიყენება აგრეთვე კანის სხივური დაზიანებისა და თერმული დამწვრობის დროს.

ჩვენთვის უცნობია სელის ანტიდიაბეტური ეფექტის შესახებ. ვარდკაჭაჭაც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ქართულ მედიცინაში. მას სხვადასხვაგვარი დანიშნულებით იყენებენ. ამჟამად არჩევენ ვარდკაჭაჭას ჯიშების ორ ჯგუფს: ერთი, რომელთა ფოთლები ეძლევათ საჭმელად, სალათის სახით, დიაბეტით დაავადებულებს და მეორე, რომლის ფესვები იხმარება საშაქარლამოწარმოებაში ციკორიუმის მოსამზადებლად.

თუ მოგეწონათ სტატია, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში!

ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტები შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან! ჩენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის გაყმჯობესებაში!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Exit mobile version