Vau.ge

საშინაო საშუალებები, რომლებიც უმოკლეს დროში დაგეხმარებათ გაიყუჩოთ ყურის გაუსაძლისი ტკივილი! როცა ესენი აღმოვაჩინე შოკირებული ვიყავი!

საშინაო საშუალებები, რომლებიც უმოკლეს დროში დაგეხმარებათ გაიყუჩოთ ყურის გაუსაძლისი ტკივილი! როცა ესენი აღმოვაჩინე შოკირებული ვიყავი!

ყურში შეიძლება მოხვდეს მცირე საგანი ან შემთხვევით შეღოღდეს მწერი.

დახმარება:

მწერის გამოდევნა ამგვარად შეიძლება: ყურში პიპეტით ჩააწვეთეთ მცენარეული ზეთის რამდენიმე წვეთი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ყური გამო რეცხეთ თბილი წყლით. ჭავლი მანამდე გქონდეთ მიშვებული, ვიდრე მწერი არ გამოვა. დამოუკიდებლად თუ უცხო სხეული ღრმად არის ჩასული, ჯობს, ექიმს მიმართოთ გამოღების მცდელობას შესაძლება დაფის აპკის გახეთქვა და ადამიანის დაყრუება მოჰყვეს.

ჩირქგროვა (ჩირქოვანი მუწუკი) გარეთა ყურში გაციების შედეგად წარმოიქმნება. ის ვლინდება ყურის მოულოდნელი, ძლიერი, მოპულსირე ტკივილით, რომელიც თავის შესაბამის მხარეს და კბილებზეც კი ვრცელდება. ღამით ტკივილი ძლიერდება. ზოგჯერ ყბების მოძრაობაც კი იმდენად მტკივნეულია, რომ ადამიანი ჭამაზეც უარს ამბობს. 1 - 2 კვირის შემდეგ ჩირქგროვა სკდება და ყურიდან ჩირქი გამოდის.

დახმარება:

ანთებით-ჩირქოვანი პროცესები თავის მიდამოში ყოველთვის საშიშია, რადგან არსებობს პროცესის ტვინზე გადასვლის ალბათობა, ამიტომ აუცილებელია ექიმის გამოძახება, რათა მან ავადმყოფს ანტიბიოტიკებით სპეციფიკური მკურნალობა დაუნიშნოს. ღამით წოლა საჭიროა ჩირქგროვის მხარეს, რათა გახეთქილი ჩირქგროვიდან ჩირქი შუა ყურში არ გადავიდეს.

ფრენის დროს თავჩენილი ყურის ტკივილი შეიძლება ამგვარად მოიხსნას:

1) ხშირად დაამთქნარეთ;

2) ნერწყვი ხშირ-ხშირად ყლაპეთ, ღეჭეთ საღეჭი რეზინი ან ყლუპყლუპობით დალიეთ წყალი;

3) თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, პირი მოკუმეთ, ნესტოებზე თითები მოიჭირეთ და ეცადეთ, ცხვირხახიდან ამოისუნთქოთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

1) ყურის ძლიერი ტკივილის დროს ან მაშინ, როცა ტკილი რამდენიმე დღეა გრძელდება;

2) ყურში ჩირქგროვა ან უცხო სხეულია;

3)  დაბოლოს, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს,

თუ:

1) ყურიდან გამოდის სისხლი ან გამჭვირვალე სითხე

და 2) გაქვთ ზემოთ აღწერილი რომელიმე დაავადება.

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ყურის ტკივილის დროს:

ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ეს რეცეპტი ძველი „კარაბადინიდან“ ამოვიწერე.

ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა.

ექიმის კომენტარი:

ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B1 და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების დროს.

ლიმონის წვენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტებისას, გარეგანად გამოიყენება სოკოვანი დაავადების დროს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგე- ნერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს. გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს.

Exit mobile version