Vau.ge

რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას და რას უნდა ერიდოს მოზარდი: ამის ცოდნა აუცილებელია ყველა მშობლისთვის!!

რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას და რას უნდა ერიდოს მოზარდი: ამის ცოდნა აუცილებელია ყველა მშობლისთვის!!

1) ალკოჰოლსა და თამბაქოს;

2) ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს;

3) ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებს ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლის მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს.

ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი.

რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება. სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი — ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება.

 არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?

პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც. ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. თუმცა, „ზრდის ვიტამინები“ უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ.

თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას:

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისათვის:

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული წამალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

 

საჭირო ინგრედიენტები:

კვერცხები ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით 20 ლიმონის წვენი, ქილას თავზე დაახურეთ, მუქსა და სქელ ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება.

ამას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. შემდეგ ნაჭუჭშემოცლილი კვერცხები ამოიღეთ ხსნარიდან, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და დაასხით ნაჭუჭისა და ლიმონის ხსნარს, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ.

ისევ მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ საჩაროზე კოვზით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. თუ წამალს ზრდის სტიმულაციისთვის ან კალციუმის შესავსებად იყენებთ, საჭიროა ექვსთვიანი კურსის ჩატარება.

თითო ულუფის მიღების შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა (ეს დრო დაგჭირდებათ ახალი ულუფის მოსამზადებლად) და გააგრძელეთ მკურნალობა. არ შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ულუფის მომზადება, რადგან წამალი სამკურნალო თვისებებს ერთ თვეში კარგავს. თუ კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ, წამალმა შეიძლება გაგიღიზიანოთ ლორწო- ვანა.

Exit mobile version