Vau.ge

 ეს უნიკალური პროდუქტი გამოიყენება კუჭის აშლილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების, ჩიყვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

 ეს უნიკალური პროდუქტი გამოიყენება კუჭის აშლილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების, ჩიყვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

კაკალი — უამრავი დაავადების მკურნალი!

ხალხურ მედიცინაში კაკლის მრავალმხრივი გამოყენების მაგალითებია ცნობილი. მე ამ მცენარეს არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც ვიყენებ.

საამისოდ გამოდგება:

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს და მათი გამოყენების წესს:

კანის ჩირქოვანი გამონაყარის, მუწუკების, ეგზემისა და სირსველის დროს კარგია კაკლის გამხმარი ფოთლების ნახარში:

შემდეგ შეისვენეთ 3-4 დღე და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ. 1 კონიუნქტივიტის დროს უპეებზე წაისვით ნიგვზის ახალგამოწურული ზეთი. ეს ზეთი უებარია კანის შეუხორცებელი ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდაც.

ფოთლების ნახარში რგებს კუჭის აშლილობას:

ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ ჩაის მაგივრად, 3-ჯერ დღეში. კაკლის წენგო ძალიან ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა მრავალი დაავადების დროს. მისი სპირტიანი ნაყენი გამოიყენება კუჭის აშლილობის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების ან ანთების, ჩიყვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

მიიღეთ საჭიროებისას თითო სუფრის კოვზი ნაყენი. შეგიძლიათ მხოლოდ წვენი მიიღოთ, შეგიძლიათ გატარებული წენგოც მიირთვათ. ნედლი კაკლის ნაჭუჭი გაახმეთ, დაფქვით და დაიყარეთ მცირე ზომის ჭრილობაზე. მაშინვე შეგიხორცდებათ. დაფქული ნაჭუჭი სწრაფად აჩერებს სისხლდენას ცხვირიდან იგი უნდა შეისუნთქოთ სისხლდენის დროს.

ექიმის კომენტარი:

მკითხველმა ამჯერად ზოგიერთი განსხვავებული რეცეპტიც მოგვაწოდა. ეს მცენარე მართლაც უნიკალურია თავისი შემადგენლობით. მას მეცნიერები „მომავლის პურს“ უწოდებენ.

კაკლის ლებნები შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას:

20%-მდე ცილას, 75%-მდე მაღალკალორიულ ცხიმებს, A, Bı, B, P, E, C ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, ფიტონციდებს. სწორედ ეს განაპირობებს მცენარის მრავალმხრივ ეფექტიან გამოყენებას ხალხურ მედიცინაში სხვადასხვაგვარი დაავადების სამკურნალოდ.

Exit mobile version