Vau.ge

ძვლების და სახსრების ტკივილის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!

ძვლების და სახსრების ტკივილის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! დროში გამოცდილი წამალი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი რჩეული!

საკმაოდ დიდხანს და ხშრად მაწუხებს ძვლებისა და სახსრების ტკივილი. ნაცნობმა მასწავლა საშუალება, რომლის მიღების შემდეგ შვება ვიგრძენი. გვერდითი მოვლენები ახასიათებს. ვფიქრობ, რომ ეს მარტივი რეცეპტი ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ადვილი ხელმისაწვდომიცაა.

გაწურეთ ახალშემოსული ბაბუაწვერას ფესვები, ღერო და ფოთლები. წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის სტაფილოსა და თალგამის წვენები. ეს ნარევი ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად, ავსებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს.

წვენი სამი კვირის განმავლობაში მაინც უნდა სვათ.  შედეგი განსაცვიფრებელია - ძვლები და სახსრები თითქოს უფრო დრეკადი გახდება და ტკივილიც გაივლის. ასეთი მკურნალობის კურსები ყოველ წელიწადს უნდა ჩაიტაროთ, განსაკუთრებით გაზაფხულობით.

ბაბუაწვერა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხარობს, მაგრამ გაზაფხულზე განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ამიტომ თუ წლის სხვა პერიოდში მოამ- ზადებთ ნამალს, ბაბუაწვერას წვენი ორმაგი უნდა აიღოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ექიმის კომენტარი:

ბაბუაწვერა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. იგი მდიდარია ორგანული ნივთიერებებით. ამ მცენარეს იყენებენ საჭმლის მონელების და მადის გასაუმჯობესებლად. ბაბუაწვერაში შემავალი მწარე ნივთიერებები აღაგზნებს ფერმენტების სეკრეციას.

მას აქვს აგრეთვე ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება. იყენებენ ანაციდური გასტრიტების, ქოლეცისტიტების, ჰეპატოქოლეცისტიტების, ყაბზობის დროს.  სტაფილოს სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მასში დიდი რაოდენობით კაროტინის (A პროვიტამინის), აგრეთვე B ჯგუფის და C ვიტამინების შემცველობასთან.

სტაფილოს წვენს უნიშნავენ ჰიპროვიტამინოზების დროს, რომელიც ხასიათდება სისუსტით, მადის დაქვეითებით, გაციებითი დაავადებებისადმი მიდრეკილებით. გაზა- ფხულის რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სტაფილო.

თალგამი ორწლიანი ბოსტნეული კულტურაა. საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული. აქვს ყვითელი ყვავილები, მის ფოთლებში უხვადაა A, D, B, C, PP ვიტამინები, მინერალური მარილები. ძველ ქართულ მედიცინაში იყენებდნენ თალგამის დაახლოებით ბაბუაწვერას მსგავსი სამკურნალო ჩვენებები აქვს. თესლს, მწვანე ნაწილებს, ნაყოფს. თალგამის თესლი შარდმდენად მიიჩნეოდა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და საფრთხეს არ წარმოადგეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის!

ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

 

Exit mobile version