Vau.ge

მეგობარმა ძალიან მარტივი ხალხურისამკურნალო რეცეპტი მირჩია – უბრალო წყალს  ეს თუ შეეძლო ვერ წარმოვიდგენდი!

მეგობარმა ძალიან მარტივი ხალხური სამკურნალო რეცეპტი მირჩია - უბრალო წყალს  ეს თუ შეეძლო ვერ წარმოვიდგენდი!

შარშან გამოვცადე, როგორი ყოფილა ალერგიული რეაქცია. უამრავი ანტიალერგიული წამალი მივიღე, მაგრამ მაინც ვერ მოვერიე. მეგობარმა ძალიან მარტივი ხალხური რეცეპტი მირჩია. არ ვენდე, არ მეგონა, თუ უბრალო წყალს სამკურნალო თვისებები ექნებოდა. ახლა კი თავად ვირწმუნე მისი ძალა:

რეცეპტი:

გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ აღარ მაცემინებდა და აღარც ცხვირი მეჭედებოდა, თუმცა წამლებს არ ვსვამდი. როგორც კი ყელში ფხაჭნის შეგრძნება მიჩნდებოდა, მაშინვე ვიწყებდი ჩემი წყლის სმას. პირველ დღეებში ღამისთვის საწოლთანაც კი ვიდგამდი ბოთლს და ვიღვიძებდი წყლის დასალევად. ასეთი წყალი ხანგრძლივად უნდა სვათ — არაფერს გავნებთ, პირიქით — ცხვირ-ხახა გეწმინდებათ.

ექიმის კომენტარი:

ზოგადად, წყალს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის: ფიზიოლოგიური ფუნქციების შესანარჩუნებლად ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 40 ათასამდე ჭიქა წყალს აცირკულირებს და ამას ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში აკეთებს.

ასეთი ცირკულაციის პირობებში ჩვენთვის აუცილებელია დღეში 6-დან 10 ჭიქამდე წყლის მიღება (გარემო პირობების შესაბამისად). თუ ვინმე ფიქრობს, რომ მის ორგანიზმს არ სჭირდება ასეთი რაოდენობით წყალი, ძალიან ცდება. წყალი უნდა ვსვათ დღის განმავლობაში მცირე ულუფებად და მივაწოდოთ სითხე ჩვენს ორგანიზმს ისევე, როგორც მანქანას ვაწვდით საწვავს.

მდუღარე წყალს აღმოსავლურ ხალხურ მედიცინაში მართლაც იყენებენ, როგორც ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნომოდულატორად. ასეთი წყლის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

წყლის დუღილისას იშლება ქლორი და ქლორის შემცველი ნაერთები, გამოილექება მარილები და კოლოიდური ნაწილაკები, წარმოიქმნება ნალექი, წყალი რბილდება, მასში მცირდება ადვილად აქროლადი კომპონენტების რაოდენობა, ქრება დაავადების გამომწვევი მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები.

ამიტომ დუღილი მართლაც წმენდს წყალს, მაგრამ ამ პროცესს უარყოფითი ეფექტებიც აქვს:

1. დუღილის შედეგად ირღვევა წყლის სტრუქტურა, რაც უფრო  მეტხანს ვადუღებთ წყალს, მით უსიცოცხლო ხდება იგი. „კვდება“.

2. დუღილისას წყლის აორთქლების გამო მასში მატულობს მარილების კონცენტრაცია, ასეთი წყლის მოხმარებისას კი იზრდება კენჭოვანი პათოლოგიების, სახსრების დაავადებების, ათეროსკლეროზის რისკი.

3. დუღილისას ქლორი შეიძლება შევიდეს რეაქციაში სხვა ორგანულ ნაერთებთან და წარმოქმნას ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებები. მეცნიერთა დასკვნით, თუ ადამიანი მუდმივად იყენებს ონკანიდან აღებულ და შემდეგ გადადუღებულ წყალს, მას შეიძლება დაუქვეითდეს იმუნიტეტი.

უმჯობესია გადასადუღებლად წყაროს წყალი გამოიყენოთ, რომელიც არ შეიცავს ქლორს. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების რისკი მინიმალურია. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც არ გირჩევთ ხანგრძლივად ამ მეთოდით გატაცებას, რადგან წყაროს წყალიც კი გადადუღების შემდეგ კარგავს საწყის სტრუქტურას.

Exit mobile version