Vau.ge

ნაკლებად ცნობილი ნახარში, რომელიც უებარია ფილტვების ანთების სამკურნალოდ!! ამ რეცეპტმა გადაარჩინა 100-ზე მეტი ადამიანი!!!

ნაკლებად ცნობილი ნახარში, რომელიც უებარია ფილტვების ანთების სამკურნალოდ!! ამ რეცეპტმა გადაარჩინა 100-ზე მეტი ადამიანი!!!

კრუპოზული პნევმონიის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!

კრუპოზულ პნევმონიას ძირითადად პნევმოკოკი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის მთელი წილის ანთება. აღმოცენდება, როგორც წესი, ძლიერი გაციების შემდეგ. იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით.

გულმკერდის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ხველისა და ღრმა სუნთქვის დროს ძლიერდება. თუ პნევმონიის კერა ფილტვის ცენტრში ან ზედა წილშია, ტკივილი შესაძლოა არ იყოს გამოხატული. პირველ დღე-ღამეს ხველა მშრალია, მოგვიანებით კი ნახველიანი. ნახველი ზოგჯერ სისხლნარევი ან ჟანგისფერია.

ტუჩებისა და ნესტოების კიდეზე ხშირად ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სახე ჰიპერემიულია (აწითლებული, სისხლის მოწოლის გამო), სუნთქვა — გახშირებული, დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. შეინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ — გულის საზღვრების გადიდება, ასევე — თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ზოგჯერ — შეკრულობა.

ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გაჩენამ შეცვალა კრუპოზული პნევმონიის ციკლური მიმდინარეობა ფილტვის წილში მიმდინარე ანატომიური ცვლილებების ოთხ თანამიმდევრულ ეტაპად განვითარება.

გახშირდა ფილტვის წილის ცალკეული სეგმენტების იზოლირებული დაზიანება, ინტოქსიკაცია, ყველა კლინიკური სიმპტომი შესუსტდა, ხოლო დაავადების მიმდინარეობა გახანგრძლივდა. კრუპოზული პნევმონია განსაკუთრებით დუნედ და ატიპურად მიმდინარეობს მოხუცებში, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე, ცუდად ნაკვებ და, საზოგადოდ, დასუსტებულ პაციენტებში.

თანამედროვე მკურნალობამ პროგნოზი გააუმჯობესა და ლეტალობა (სიკვდილიანობა) ძლიერ შეამცირა. მხოლოდ გავრცობილი პროცესი, თანდართული დაავადებები და მძიმე გართულებები აუარესებს პროგნოზს.

სათანადო მკურნალობის შედეგად კრუპოზული პნევმონია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი ზოგჯერ მძიმე გართულებები ვითარდება: აბსცესი, პლევრიტი, პნევმოსკლეროზი და სხვა.

რეცეპტი 1:

რეცეპტი 2:

ექიმის კომენტარი: უსუპი მრავალწლიანი ბალახოვანი ან ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, ბუსუსებით დაფარული სწორმდგომი ღერო ოთხწახნაგიანია, ფოთლები მოპირისპირეა, მოკლეყუნწიანი, მოგრძო, ლანცეტისებური. ფოთლების ძირთან მოკლე ყლორტები აქვს, ორტუჩა მუქი ცისფერი ყვავილები ფოთლის იღლიაში რგოლურად სხედან. ნაყოფი მოგრძო კაკალია.

Exit mobile version