რატომ მიდევს ნიორი აფთიაქში ყოველთვის? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ!!
ბევრს არ უყვარს ნიორი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მერწმუნეთ, მას იმდენად ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს, რომ უსიამოვნო სუნს არაფრად მიიჩნევთ. პირადად მე ნივრით იოლად ვამარცხებ გრიპსა და სხვა ვირუსულ ინფექციებს. ნივრით მოვირჩინე ნაღვლის ბუშტის ანთება. მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
როცა გრიპის ეპიდემია მძვინვარებს:
- 1-2 თავი ნიორი გაფცქვენით,
- დაჭყლიტეთ,
- დადგით მაგიდაზე
- და პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, როცა აქტიური ნივთიერებები განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყოფა, შეიყნოსეთ მისი სუნი.
ეპიდემიისას ეს პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ, ხოლო თუ გრიპი შეგეყარათ, ამ პროცედურასთან ერთად ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც მიიღეთ.
უკვე ნაღვლის ბუშტის ანთებისას :
- დღეში 3-4-ჯერ 1-2 კბილი ნიორი დაღეჭეთ.
- უნდა ღეჭოთ გულდასმით, 2-3 წუთი.
- მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა.
ასევე, გთავაზობთ უებარი ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, ქრონიკულ ბრონქიტს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს.
ბალზამის დასამზადებლად:
- 200 გრამი ნიორი ჩაყარეთ მუქ მინის ჭურჭელში,
- დაასხით 200 გრამი სპირტი და დადგით ბნელ ადგილას.
- 10-12 დღის შემდეგ გაფილტრეთ,
- დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და
- 30 გრამი პროპოლისის სპირტიანი ხსნარი (იყიდება აფთიაქში).
- კარგად აურიეთ და სიბნელეში კიდევ 2-3 დღე დატოვეთ.
- სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- წვეთები ნახევარ ჭიქა რძეში უნდა გახსნათ.
დოზა თანდათანობით გაზარდეთ:
- პირველ დღეს მიიღეთ დილით — 1,
- სადილად — 2,
- საღამოს — 3 წვეთი,
- მეორე დღეს,
- შესაბამისად 4, 5, 6 წვეთი და ა.შ.
მე-11 დღიდან დოზა სტაბილური ხდება:
- 25-25 წვეთი დილით, შუადღისას და საღამოს.
- კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა.
- 3-5 თვის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ამ ბალზამით მეუღლეს გასტრიტი მოვურჩინე, მამას ათეროსკლეროზის პროფილაქ- ტიკისთვის ვასვი, შვილს დასუსტებული იმუნიტეტი გავუძლიერე და მას შემდეგ კარგა ხანს აღარ გაციებულა.
ექიმის კომენტარი:
ნივრის მძაფრ სურნელს მასში შემავალი ფიტონციდები განაპირობებს. ეს ნივთიერებები ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით გამოირჩევა. მისი წყალობით ნიორი გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ნიორი ძლიერი ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც ხასიათდება, რის გამოც მას სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.