თუ გსურთ უმოკლეს დროში მოიცილოთ ხალები, აი ეს რეცეპი უნდა გამოიყენოთ! ეს ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის!!
რამდენიმე წლის წინათ მკერდზე შემთხვევით მოვიგლიჯე ხალი. დამეწყო ძლიერი ტკივილები, შემიშუპდა მარცხენა ხელი და მკერდის მარცხენა ნახევარი. ჩემმა მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში, მასწავლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დავუჯერე და მალევე განვიკურნე.
ჩემი წამალი კი ხახვის კანი გახლდათ:
- ავიღე ხახვის კანის სუფთა ფურცლები, უმჯობესია გარეთა.
- მიწიანი ფურცლები მოაშორეთ,
- შიგნითა სუფთა 4-5 ფურცელი დაიფინეთ ხალზე და დაიმაგრეთ პლასტირით.
- 4 დღის შემდეგ საფენი მოიხსენით,
- კანი მოიბანეთ და ახალი საფენი დაიფინეთ.
პირველი 4 დღის შემდეგ ყოველგვარი შეშუპება მომეხსნა და ტკივილიც დამიცხრა. ჩავიტარე სამი პროცედურა. რამდენიმე წელია ის ხალი საერთოდ გამიქრა. ამ რეცეპტით ისარგებლა ჩემმა ნაცნობმაც, რომელსაც ხალი გაურთულდა და ძალიან დიდი ზომისა გახდა. საკმაოდ დიდხანს იდებდა ხახვის კანის საფენებს და ხალი ნაწილ- ნაწილ ძვრებოდა. ახლა სრულიად ჯანმრთელია, არადა ონკოლოგიური პაციენტი გახლდათ.
ექიმის კომენტარი:
ხახვის ბოლქვი მდიდარია ცილებით, ეთერზეთებით, უჯრედისით, კალციუმის, ფოსფორის მარილებით, ზოგიერთი მიკროელემენტით.
ხახვი შეიცავს:
- ფერმენტებს,
- გლიკოზიდებს,
- ინსულინს,
- ფიტინს,
- A პროვიტამინს,
- B, B, PP ვიტამინებს,
- დიდი რაოდენობით C ვიტამინს.
- ხახვში შემავალი ფიტონციდები თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას, რის გამოც ამ მცენარეს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
- მას იყენებენ მწვავე რესპირატორული, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტისა და სხვა დაავადებების დროს.
- ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას.
- საკმაოდ ეფექტიანია ხახვის გამოყენება კანის ჩირქოვანი პათოლოგიების, ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.
- ნედლი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას, ზრდის სექსუალურ პოტენციას, გამოიყენება ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.
მკითხველის მონათხრობიდან ჩანს, რომ ხალის დაზიანების შედეგად მოხდა ინფიცირება. ასეთ დროს მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და საქმე მძიმე გართულებამდე მივიდეს.
ინფექციის გავრცელებისას აუცილებელია ზოგადი მოქმედების ანტიბაქტეიული საშუალებების მიღება. მკითხველი აღნიშნავს, რომ ხახვს აგრეთვე აქვს კანის სამკურნალო ეფექტი. ასეთი ეფექტის შესახებ ფარმაკოპეაში ცნობები არ მოიპოვება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!