ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს. აი რას ვაკეთებ!
სახეზე გამონაყარი ცხოვრების წესზე მეტყველებს.. ალკოჰოლი, ნარკოტიკები და თამბაქო ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას გამონაყარს. ალკოჰოლის ზემოქმედებით ფართოვდება კანის კაპილარები, ვითარდება ვენური შეგუბება, , რაც საგრძნობლად ასუსტებს უჯრედების იმუნიტეტს და სხეულის გარეგან მდგომარეობას.
კანი იღებს მოლურჯო ელფერს, ალაგ-ალაგ წითლდება, ადრე ნაოჭდება და გამონაყარით იფარება. ასევე მოქმედებს ნარკოტიკებიც, რომლებიც კანს ფიტავს, აყვითლებს და მიწისფერს სძენს. განსაკუთრებით დიდ ზიანს კი კანს თამბაქო აყენებს.
გამოფიტვისა და გამოშრობის პასუხად, პათოლოგიური ცვლილებების შესაჩერებლად, ორგანიზმში ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები და იმაზე მეტი ცხიმის გამოყოფა იწყება, ვიდრე საჭიროა, რასაც საბოლოოდ სებორეამდე, აკნემდე და კანის სხვა, მეტად სერიოზულ დაავადებებამდე მივყავართ.
თამბაქო მამაკაცებზე მეტ ზიანს მწეველ ქალებს აყენებს. მოგეხსენებათ, ყველა ქალს წევის თავისებური მანერა აქვს, რაც გარკვეული მიმიკის თანხლებით ხორციელდება. მრავალჯერადად განმეორებისას ეს მიმიკები სახის იმ ადგილებზეც აჩენს ნაოჭებს, სა- დაც ისინი, ჩვეულებრივ, არ ვითარდება. ასე რომ, თუ გსურთ დიდხანს იყოთ ახალგაზრდა და მომხიბლავი, ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო გამოსავალია.
უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობ გარეგნობას. ზოგიერთის აზრით,ხანში შესული ქალი მომხიბლაობას კარგავს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ქალი სიბერეშიც უნდა ზრუნავდეს გარეგნობაზე. ამისთვის საჭირო არ არის დიდი დრო და ფული.
მე სოფელში ვცხოვრობ და მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ. ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენება იოლი საქმეა. მინდა გასწავლოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალება.
რეცეპტი
- 2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ,
- დაუმატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
- და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს. ეს პროცედურა ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი. ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს. ყველას ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დაუთმოს საკუთარ გარეგნობას 15-20 წუთი, სამაგიეროდ, მიიღებთ ახალგაზრდულ ენერგიას, ხალისს, რაც აუცილებელია ყოველ- დღიური საქმიანობისათვის.