Vau.ge

არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის წამალიც ხალხური მედიცინის წიაღში არ მოიპოვებოდეს. გულის ფრიალს ეს მოგიწესრიგებთ!

არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის წამალიც ხალხური მედიცინის წიაღში არ მოიპოვებოდეს. გულის ფრიალს ეს მოგიწესრიგებთ!

ფიტოთერაპია გულის ფრიალისა და აჩქარების დროს

არ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის წამალიც ხალხური მედიცინის წიაღში არ მოიპოვებოდეს. ამ მხრივ არც გულის ფრიალი და რიტმის ცვლილებაა გამონაკლისი. ხალხური მედიცინა ამ დროს უმთავრესად კატაბალახას ფესვებს, კუნელის ნაყოფს, შავბალახას, პიტნას, კრაზანასა და ბარამბოს გვთავაზობს.

არსებობს როგორც ამ მცენარეთა ნაკრებისგან შექმნილი, ისე თითოეული მათგანის საფუძველზე დამზადებული ნაყენები და ნახარშები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის რეცეპტს:

ეს ნაყენი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.

ჩვენებები იგია ამ შემთხვევაშიც.

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის:

5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენების მიღება 2-3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.

გულის აჩქარებისას ერთმანეთში აურიეთ თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი და კატაბალახას ფესვი.

გულის ფრიალის დროს:

  1. აიღეთ რამდენიმე ცალი შავი ბოლოკი და გახეხეთ,
  2. მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ დოლბანდში.
  3. წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი.
  4. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

შავ ბოლოკს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებს, რაც სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერების შემცველობით აიხსნება. კერძოდ, ეს ბოსტნეული შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს.

გაითვალისწინეთ:

მისი მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Exit mobile version