Vau.ge

იცით, თუ არა, რომ ეს შესანიშნავი საშუალება უებარია ანგინის, ბრონქიტის დროს და  ხსნის ჩაკეტილ არტერიებს!

იცით, თუ არა, რომ ეს შესანიშნავი საშუალება უებარია ანგინის, ბრონქიტის დროს და  ხსნის ჩაკეტილ არტერიებს!

შტოში, გარდა იმისა, რომ წონის დაკლებაში გვეხმარება, ავლენს მადის მომგვრელ, ანტიბაქტერიულ, შარდმდენ, მატონიზებელ თვისებებს.

მარგებელია გაციების, ანგინის, ბრონქიტის, მაღალი არტერიული წნევის, გლაუკომის, რევმატიზმის, ანემიის, კანის სხვადასხვა დაავადების, მაგალითად ფსორიაზის, ალერგიული გამონაყარის, ეგზემის დროს.

გაითვალისწინეთ:

შტოშისგან მომზადებული სასმელები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდებული არ არის.

სამკურნალო მიზნით შტოში შეგიძლიათ ამგვარად მიიღოთ:

თუ კანის დაავადებები, მაგალითად, შემომსარტყვლელი ლიქენი ან ეგზემა გაწუხებთ, კანზე შტოშის წვენის საფენების დადებას გირჩევთ. ეს მეთოდი ჭრილობის მოსაშუშებლადაც გამოგადგებათ.

ფაღარათის დროს მოამზადეთ ასეთი ნახარში: აიღეთ შტოშის ფოთლებისა და ნაყოფის 2 ს.კ. ნარევი, დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, მცირე ხანს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გაწურეთ. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

შტოშის წვენი ასე მზადდება:

ცოცხალი ან გაყინული ნაყოფი ხის კოვზით მსუბუქად დაჭყლიტეთ, მოათავსეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში ან თხელ ტომარაში და კარგად გაჭყლიტეთ.

წვენი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაწურეთ. დაამატეთ შაქარი (1 ლიტრზე – 200 გრამი), შედგით ნელ ცეცხლზე და წამოდუღებისთანავე გადმოდგით.

გააგრილეთ, ბოთლებში გადაასხით და მჭიდროდ დაუცეთ თავი. გამოყენების წინ დაამატეთ შაქარი (3 ს.კ. წვენზე – 1 ს.კ.) ან თაფლი და დაასხით ცხელი ანადუღარი წყალი, კარგად მოურიეთ და გაგრილდება აცადეთ.

შტოშის სიროფი კი ასე შეგიძლიათ მოამზადოთ:

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Exit mobile version