ბუასილის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბუნებრივი საშულებით! სცადე შენც და არ ინანებ!!
როდესაც ადამიანს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში, - ბუასილის არსებობა უნდა ვივარაუდოთ.
ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება. მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შევნიშნოთ.
საერთო სიმპტომებია:
- სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
- კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- გამონადენი ლორწოს სახით;
- ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
- უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
- სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე რისკ–ფაქტორს:
- ყაბზობა.
- დიარეა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- მშობიარობა;
- ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა;
- მენსტრუაცია;
- ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი;
- სპორტის შემდეგი სახეები: ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.
ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.
შინდის გამოყენება ბუასილის დროს:
- საჭიროა დღეში 3 ს.კ. შინდი.
- დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ს.კ.,
- შუადღეს 2 ჩ.კ.
- და საღამოს 1 ს.კ.
- მიირთმევა აუჩქარებლად, კარგად დაღეჭვით.
ბუასილის მძიმე ფორმის დროს საჭიროა:
- დღეში 4 ს.კ. შინდი, კურსის დროს.
- ამ პერიოდში ამოიღეთ ცხიმიანი, ალკოჰოლი და თამბაქო.
გარე ბუასილის დროს :
- გახეხილ კარტოფილს ახვევენ სუფთა ნაჭერში
- და იდებენ დაზიანებულ არეზე 10-15 წუთით.
ეს ბოსტნეული კარგად ხსნის წვას, ტკივილს და სხვა მსგავს სიმპტომებს. პაციენტი შვებას პირველივე გამოყენების შემდეგ გრძნობს. ინფექციის თავიდან არიდების მიზნით სასურველია დაზიანებული უბანი კომპრესის დადებამდე კარგად ჩამოვიბანოთ.
ზამთრის პერიოდში შეგიძლიათ უბრლოდ გრილი წყლის აბაზანები გაიკეთოთ, ეფექტური საშუალებაა ასევე ყინულის ”სანთლები”.
- 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს
- დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი,
- გააჩერეთ 1 სთ.
- გადაწურეთ და
- 1/2 ჭიქის ოდენობით დღეში 2-ჯერ მიიღეთ.
შიდა ბუასილის დროს კარგი ეფექტი მიიღწევა თაფლის სანთლებით. ნატურალურ თაფლს მიეცით სანთლის ფორმა და შემდეგ შედეთ მაცივარში 10-15 წუთიხ როცა შემაგრდება, შეგიძლიათ შიყვანოთ სწორ ნაწლავში. შემდეგი ნამდვილად ეფექტურია. ცდად ღირს !