Vau.ge

4 პროდუქტი, რომელიც ფილტვებს წმენდს! ეს განსაკუთრებით მწეველებმა უნდა გაითვალისწინონ…

მწეველები შეგნებულად ინადგურებენ საკუთარ ორგანიზმს, მათი ფილტვები კი ყველაზე მეტად ზარალდება დანარჩენ ორგანოებს შორის. სიგარეტის კვამლის თითოეულ ჩასუნთქვაზე ფილტვის ალვეოლები იღებენ მიკროსკოპულ დამწვრობებს და ზიანდებიან, შედეგად კი ქრონიკული ხველა და სუნთქვის გაუარესება იწყება.
საუკეთესო გამოსავალი მოწევისთის თავის დანებებაა, თუმცა ადამიანები ამ გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ იღებენ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ფილტვების გამწმენდ 4 პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა!

1.გრეიფრუტი

ეს ციტრუსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეფექტურად აუმჯობესებენ ქსოვილების ფუნქციებს. ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ქსოვილებში და უჯრედებში ავთვისებიან გადახრებს ანადგურებს. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ მწეველები კიბოს დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, გრეიფრუტის მიღება საუკეთესო საშუალებაა პრევენციისთვის.

2.ნიორი

ნიორი უამრავი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველი ძლიერი იარაღია. ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი. ნიორის ყოველდღიურ რაციონში შეტანა აუცილებელია!

3.ჯანჯაფილი

ის ანტიბაქტერიულ და ვირუსების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. აფართოებს სისხლძარღვებს და ეხმარება ბრონქულ არხებს რეგენერაციაში.

4.სტაფილო

ის მდიდარია А, С, Е, К და В ჯგუფის ვიტამინებით. უჯრედების და ქსოვილების მდგომარეობაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ვიტამინი A. ნიკოტინის ზემოქმედების გასანეიტრალებლად სტაფილოს მიღება აუცილებელია. შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ან უბრალოდ დალიოთ სტაფილოს წვენი.

გაუფრთხილდით საკუთარ ფილტვებს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი საშუალებებით!

 

Exit mobile version