Vau.ge

ამიტომაც უყვართ ჩვენს ბებიებს გვირილა! სწორედ ამას ნიშნავს გამოცდილება!!!

ამიტომაც უყვართ ჩვენს ბებიებს გვირილა! სწორედ ამას ნიშნავს გამოცდილება!!!

გვირილა ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლეში 15-60 სმ–ს აღწევს. ღერო ღრუიანია, ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული, მათი სიგრძე 2–5 სმ–ს, სიგანე კი 0,5–1 სმ–ს აღწევს. ყვავილების კალათები 2–2,5 სმ. დიამეტრისაა და ღეროს კენწეროზეა განლაგებული. ნაყოფი — მწვანე კურკიანაა. გვირილა მაისიდან შემოდგომამდე ყვავის. თესლი ივლის– აგვისტოში მწიფდება.

ყვავილედებს ყვავილობის დასაწყისში მშრალ ამინდში აგროვებენ, აშრობენ 30–40°C ტემპერატურაზე, ხშირად ურევენ. გვირილას პრეპარატებს სამკურნალო მიზნით იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელ, დამარბილებელ, ნაღვლმდენ და ოფლმდენ, გამაყუჩებელ და ანტიალერგიულ საშუალებებს.

აძლიერებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ მოქმედებას, აჩქარებს სუნთქვას და გულის რიტმს, აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს.

სააფთიაქო გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მადეზინფიცირებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე ასტიმულირებს კუჭის და ნაღვლის წვენის გამოყოფას, აძლიერებს მადას. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.

გვირილის ჩაის შემდეგნაირად ამზადებენ:

გვირილის ყვავილის ნაყენი (I ვარიანტი):

გამოიყენეთ კომპრესის სახით დაღლილ ქუთუთოებზე.

გვირილის ყვავილის ნაყენი (II ვარიანტი):

გადაივლეთ თმებზე ზრდის გასაუმჯობესებლად და გასამაგრებლად.

გვირილის ყვავილის ნაყენი (III ვარიანტი):

მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ღვიძლის ანთების დროს, როგორც ნაღვლმდენი საშუალება, ასევე, მენსტრუაციის დაგვიანების, მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

გვირილის ყვავილის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის:

37°C გაწურული გვირილის ნახარში გამოიყენეთ მიკროოყნის სახით დანამატების ანთების დროს.

სტატიაში მოცემული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და საფრთხეს არ უქნის ადამიანთა ჯანმრთელობას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Exit mobile version