Vau.ge

რამდენიმე წელია, რაც ჭინჭრის დაშაქრულ ფესვებს ბრონქული ასთმის სამკურნალოდ ვიყენებ და ეს ნამდვილად ეფექტური საშუალებაა.

რამდენიმე წელია, რაც ჭინჭრის დაშაქრულ ფესვებს ბრონქული ასთმის სამკურნალოდ ვიყენებ და ეს ნამდვილად ეფექტური საშუალებაა.

მინდა გიამბოთ ჭინჭრის ფესვების სამკურნალო თვისებებზე. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჭინჭრის დაშაქრულ ფესვებს ბრონქული ასთმის სამკურნალოდ ვიყენებ და ეს ნამდვილად ეფექტური საშუალებაა.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მკურნალობის ჩატარება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება. მას მხოლოდ ზაფხულობით ვიტარებ. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ჭინჭრის ფესვების მოგროვება.

მათგან მომზადებული წამალი წმენდს სისხლს, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდები და აცხრობს ლორწოვანი გარსის ანთებას.

 

ამ წამლის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი პროთრომბინი და თრომბებისკენ მიდრეკილება აქვს. საერთოდ, მკურნალობისას სიფრთხილე გმართებთ, რომ სისხლის შედედების უნარი მეტისმეტად არ მოგემატოთ — მე სამ კვირაზე მეტხანს არ ვიტარებ კურსს.

წამლის მომზადების რეცეპტი ასეთია:

  1. ჭინჭრის ფესვები კარგად გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით შაქრის ცხელი სიროფი და 5 წუთით შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე.
  2. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და გაწურეთ.
  3. ფესვები საწურიდან თეფშზე გადმოალაგეთ და აცალეთ გამოშრობა. სწორედ ეს გამომშრალი ფესვები გახლავთ სამკურნალო.

გამოყენება:

თქვენ უნდა მიირთვათ გამშრალი ფესვებიდ თითო პატარა ნაჭერი დღეში რამდენჯერმე.

გახსოვდეთ, მათი მიღება ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნუ დაამზადებთ ბევრ წამალს ერთდროულად, ყოველი კურსის ჩასატარებლად ახალ ულუფას უნდა მოამზადოთ. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა.

Exit mobile version