არ გადააქციოთ ბრინჯის ნახარში! ის ძალიან სასარგებლო სითხეა! არც კი იცით რისთვის შეგიძლიათ მისი გამოყენება!
ბრინჯი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, რომლებიც ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად სჭირდება, კალიუმით – უმთავრესი ელემენტით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე ფოსფორით, თუთიით, რკინით, კალციუმითა და იოდით.
ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების საბადოა, მათი მეშვეობით ბრინჯი აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე, წმენდს ორგანიზმს.
ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთვისების შესანიშნავი უნარი აქვს, ორგანიზმისთვის კი ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროც არის. ამასთანავე, მცირე ოდენობით შეცავს ცხიმებს.
ბრინჯით ორგანიზმის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად მთელი თვის განმავლობაში კვირაში ერთი დღე მხოლოდ ბრინჯი მიირთვით:
რეცეპტები
- კარგად გარეცხილ 2 ჩაის ჭიქა ბრინჯს
- დაასხით 4 ჩაის ჭიქა წყალი.
- წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე
- 20 წუთი ხარშეთ.
- მარილს ნუ დაამატებთ,
- არც ცივი წყალი გადაავლოთ.
განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიიღებთ, ბრინჯი შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ.
ნაწლავების გასასუფთავებლად და სახსრებისთვის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ძილის წინ, ბოლო ულუფა საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ 5 მარცვალი უმი ბრინჯი მიირთვით. შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.
ბრინჯის ნახარში ნამდვილი სასწაულმოქმედია. ის კარგია კუჭ-ნაწლავის მოქმედების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ასევე, ქალა-ტვინის ტრავმების დროსაც.
სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად:
- გარეცხეთ 5 სადილის კოვზი ბრინჯი,
- დაასხით 5 ჭიქა წყალი,
- დადგით ცეცხლზე და
- კარგად მოხარშეთ.
- შემდეგ გადაწურეთ და
- მიღებული სითხე დალიეთ დღეში 4-ჯერ.
გამოიყენეთ ეს რეცეპტები იმის მიხედვით, თუ რა ესაჭიროება მოცემულ მომენტში თქვენს ორგანიზმს და შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. მთავარია, ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც მითითებულია და შედეგი გარანტირებული გექნებათ.
ასევე, სასურველი იქნება, რომელიმე მკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რათა გვერდითი მოვლენებისგან დაიზღვიოთ თავი.