Vau.ge

ასეთი ცომის მომზადების სწავლის შემთხვევაში ნებისმიერი ღვეზელი გემრიელი გამოგივათ

 

საჭირო პროდუქტები:

• 1 შეკვრა საფუარი
• 1,5 ჭიქა თბილი რძე
• 4 ს. კ შაქარი
• 21 ს. კ ფქვილი
• 2 ც. კვერცხი
• 2/3 ჭიქა ზეთი
• მწიკვი მარილი

მომზადების წესი ასეთია:

  1. საფუარი უნდა გახსნათ თბილ წყალში და დაუმატოთ შაქარი 6 ს. კ ფქვილთან ერთად. ამ მასას კარგად უნდა მოურიოთ და შემდეგ თავსახურის დაფარებული მოათავსოთ 30 წუთის განმავლობაში თბილ სივრცეში.

2. მარილ მოყრილი კვერცხი ათქვიფეთ და თანდათანობით გადაურიეთ მიღებულ მასას.

3. არსებულ მასას დაუმატეთ ფქვილი და ზეთი, შემდეგ კი მოზილეთ ცომი ისე რომ ხელზე არ გეკვროდეთ.

4. მოსაზილად გამოყენებული ზედაპირი ფქვილის მაგივრად დაამუშავეთ ზეთით და შემდეგ მოათავსეთ მასზე ცომი ერთ გუნდად, შემდეგ გადააფარეთ მას რაიმე და დაასვენეთ 30 წუთით რათა გაფუვდეს.

5. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი დაყოთ სასურველ ზომებათ, თუმცა ამ ეტაპის შემდეგაც ის უნდა დაასვენოთ 15 წუთით.

6. ეს ცომი უნდა გამოაცხვოთ 25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე, ან შეგიძლიათ შეწვათ ორივე მხრიდან.

სასურველი შიგთავსის მოთავსება შეგიძლიათ ცომის პორციებად დაყოფის პროცესში, რათა მიირთვათ უფრო გემრიელი კერძი.

Exit mobile version