Vau.ge

ჩემი დედამთილის დღიურში ეს საიდუმლო რეცეპტი აღმოვაჩინე – გაოცებას ვერ ვმალავ!

ჩემი დედამთილის დღიურში ეს საიდუმლო რეცეპტი აღმოვაჩინე - გაოცებას ვერ ვმალავ!

ხველის მიზეზი, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა:

  1. ვირუსები : გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა;
  2. ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლეგიონელა და სხვა;
  3. მიკროპლაზმები;
  4. ალერგია: მტვერი, ცხოველების ბეწვი, ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აორთქლება (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება და სხვა.);
  5. თამბაქოზე დამოკიდებულება, მათ შორის პასიური მწეველობა;
  6. საკვების ნარჩენები (როდესაც საკვების პატარა ნაწილები რჩება, და აღიზიანებს ყელს);
  7. ცივი სასმელები;
  8. ზედმეტად ცივი ან ზედმეტად ცხელი ჰაერის შესუნთქვა;
  9. სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოვლენა;
  10. ემოციური არამდგრადობა;
  11. ფილტვების აბსცესი, ალერგია, ასკარიდოზი, კრუპი, ლარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება, პლევრიტი, პნევმონია, რინიტი, სინუსიტი, ტუბერკულიოზი, ფარინგიტი და სხვა;

ხველის სახეობები:

მიზეზების და სიმპტომების მიხედვით არსებობს სხვადასხვა სახეობის ხველა:

სიძლიერის მიხედვით:

  1. წამოხველება;
  2. ძლიერი ხველა’

ხანგრძლივობის მიხედვით:

  1. მწვავე ხველა - სასუნთ გზებში ინფექციის შეჭრა, ასეთი ხველა გრძელდება არაუმეტეს ორი კვირისა.
  2. ქრონიკული ხველა - რომელიც 2 თვეც კი გრძელდება, ამის მიზეზი ხშირად მწეველობა, ქიმიური საშუალების შესუნთქვა ან ხშირად მტვრიან დახურულ სივრცეში ყოფნა იწვევს.

როგორც უკვე გითხარით, ჩემი დედამთილის დღიურში წავიკითხე ძალიან საინტერესო რეცეპტი  ე.წ "თაფლის" მოსამზადებლად მცენარეების ინფუზიიდან. ხველის მშველელ თაფლს არაფერი აქვს საერთო მეფუტკრეობასთან, რადგან ის მწვანილისგან მზადდება, მაგრამ ამბობენ, რომ გემოთი და სამკურნალო თვისებებით ძალიან ჰგავს ნატურალურ თაფლს.

1 ჭიქა ასკილს, 1 ჭიქა ძახველის კენკრას, 1 ჭიქა წვრილად დაჭრილ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი დღე.

შემდეგ კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ ხველის სამკურნალო მწვანილის კოლექცია: 2 ს.კ. ცაცხვის ყვავილი, მარწყვის ფოთლები,  მრავალძარღვას ფოთლები. დილით ისევ ადუღეთ და გააჩერეთ  კიდევ 1 დღე. შემდეგ გაწურეთ, მოაყარეთ შაქარი (3 კგ შაქარი 1 ლიტრ ბულიონზე), ადუღეთ გაზქურიდან გაუსვლელად (შეიძლება გადმოვიდეს  როგორც რძე).

ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა, გადაიტანეთ ქილებში და დაახურეთ თავსახური. მიიღეთ ხველის დროს 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ს.კ. ეს "თაფლი" . თაფლს სასიამოვნო გემო აქვს და შედეგზე ზედმეტია  საუბარი ისეთი გასაოცარია.

Exit mobile version