Vau.ge

მას შემდეგ რაც ალოე ვერას სამკურნალო რეცეპტები აღმოვაჩინე, აფთიაქში აღარ შევდივარ

მას შემდეგ რაც ალოე ვერას სამკურნალო რეცეპტები აღმოვაჩინე, აფთიაქში აღარ შევდივარ

ალოე ვერა აძლიერებს იმუნურ სისტემას, ატონიზირებს სხეულს და ეხმარება მრავალი პრობლემის გადალახვაში.

ალოე ვერას გამოყენება რეკომენდებულია: კანის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ნაღვლის, ენდოკრინული სისტემის, კუნთოვანი სისტემის და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. და ა.შ.

  1. კანის პრობლემები.
  2. ნაწლავების პრობლემები.
  3. თვალის დაავადებები.
  4. ნერვული სისტემის პრობლემები.
  5. პანკრეატიტი.
  6. ასთმა.
  7. დიაბეტი.
  8. ათეროსკლეროზი.
  9. ჰერპესი.
  10. სოკო.
  11. გულის დაავადებები.
  12. გაციება.
  13. ბრონქიტი.
  14. ჩირქოვანი ჭრილობები.
  15. კანის ინფექციური დაავადებები და სხვა.

ალოეს პრეპარატები აქტიურ გავლენას ახდენენ პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - მრავალი დაავადების გამომწვევ აგენტებზე.

ალოეს ბაქტერიციდული თვისებები გამოიყენება სტაფილოკოკის, დიზენტერიის ბაცილის, სტრეპტოკოკის და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლისას.

რეგენერაციული თვისებების გამო, წვენი ყველაზე სასარგებლოა ახალი ჭრილობების, კანის ანთების დროს.

ორგანიზმში მოხვედრისას მცენარის აქტიური ნივთიერებები ხსნიან ყაბზობას, აუმჯობესებენ ნაწლავების ფუნქციას, ნაღვლის გამოყოფას, საჭმლის მონელებას და ორგანოებისა და სისტემების მუშაობას.

ალოე ვერას გამოყენების რეცეპტები

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ან მადის მომატებისთვის, აგრეთვე სხეულის გამოფიტვის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგჭირდებათ: ალოეს წვენი (150 მლ.), თაფლი (250 გრ.) და წითელი ღვინო (350 მლ.). ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთმანეთს და გააჩერეთ 5 დღე. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამის წინ 40 წუთით ადრე. 1 სუფრის კოვზი.

გაციებისა და სურდოს დროს

მზადდება წვეთები, (შეაზავეთ ალოეს წვენი და წყალი პროპორციით 1;1). წვეთები უნდა გამოიყენოთ დაახლოებით 8 დღე. ალოეს წვენი უნდა ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში, 2-3 წვეთი, ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე. თუ ცხვირის ლორწოვანი გარსი არის გამომშრალი შეიძლება აღინიშნოს წვის მცირე შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

ყელის ტკივილი

შეაზავეთ ალოეს წვენი და წყალი პროპორციით 1;1. მიღებული წვენი კარგად გამოივლეთ ყელში, ყოველდღე.

ჰერპესი

მისი მორჩენა შესაძლებელია პირდაპირ ალოე ვარს ფოთლის წასმით პრობლემურ ადგილზე. ჩაიტარეთ პროცედურა 5-6 ჯერ. ყოველჯერზე გამოიყენეთ ახალი ფოთოლი.

ჭრილობები

შეურიეთ:

მიღებული მასა დაიტანეთ ჭრილობაზე მხოლოდ დეზინფექციის შემდეგ. დეზინფექცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზეჟანგის ან სხვა ჭრილობების სადეზინფექციო რაიმე საშუალების დახმარებით. გამოიყენეთ შედეგის მიღწევამდე.

თმის ცვენა

შეურიეთ:

მიღებული მასა ტენიან თმებზე და თმის ძირებში შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ კვირაში 1-2 ჯერ. ხილული შედეგის მისაღწევად გაიკეთეთ კურსებით.

Exit mobile version