Vau.ge

მარტივად მოიცილით შარდმჟავას კრისტალები და სამუდამოდ დაივიწყეთ პოდაგრა!

მარტივად მოიცილით შარდმჟავას კრისტალები და სამუდამოდ დაივიწყეთ პოდაგრა!

პოდაგრით დაავადებულთათვის აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა, რადგან პოდაგრის დროს ორგანიზმში გროვდება შარდმჟავა მარილები. მე თვითონ მაქვს ეს დაავადება და ამიტომ კარგად ვიცი მისი თავისებურებები.

ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად კარგია ლიმონი. ეს მარტივი მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას. ეგ არის, ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები. გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს. პროცედურა

ასეთია:

თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ. ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი — 1 ჩ/კ 1 ჭ წყალზე. 1 მკურნალობის კურსი 10 დღეა.

მისი შედეგი კი ასეთი გახლავთ:

ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც ბრონქიტს, გრიპს, ფილტვების ანთებას იწვევს. გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვებს, გამორეცხავს პოდაგრულ ნალექებს.

ორგანიზმის გასაწმენდად კარგია ბრინჯიც. მუქი ფერის, გაუცეხვავი 2 ს/კ ბრინჯი გარეცხეთ და დაალბეთ 1 ჩ/ჭ წყალში. მეორე დღეს წყალი გადაღვარეთ, დაასხით ახალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ. მიირთვით უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენოთ და შემდეგ კურსი გაიმეოროთ.

ასეთი კურსი, აჯობებს, ჩაიტაროთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მკურნალობის შედეგად გაგეწმინდებათ საშარდე სისტემა, სახსრებიდან გამოიდევნება დალექილი მარილები, ორგანიზმში არსებული ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.

ექიმის კომენტარი:

ლიმონი გამოიყენება იმიტომ, რომ მასში უხვადაა ორგანული მჟავა — ლიმონმჟავა. ის შედის რეაქციაში მარილებთან და ზოგიერთ მათგანს შლის. თუმცა, მჟავის ჭარბად მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ბრინჯს გააჩნია მარილების ინტენსიურად შეწოვის უნარი და სწორედ ამ თვისების გამო გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად.

Exit mobile version