Vau.ge

ნაყენი რომელიც წმენდს ფილტვებს და აშორებს ნახველს!!! უებარი საშუალება!!

ნაყენი რომელიც წმენდს ფილტვებს და აშორებს ნახველს!!! უებარი საშუალება!!

ხველა ყელში ღიტინისა და სიმშრალის შეგრძნებით იწყება. როგორც კი ამ ნიშნებს იგრძნობთ, მაშინვე დაიწყეთ სალბის, მენთოლისა და ძირტკბილას შემცველი აბების წუწნა (მათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ). ინფექციას გავრცელების საშუალება არ მისცეთ, ეს აბები რაც შეიძლება ხშირად წუწნეთ. თუ საწუწნი აბების ყიდვის საშუალება არ გაქვთ, თავად მოამზადეთ:

ასეთი შაქარყინული ძალიან უხდება ახალდაწყებულ ხველას.

მშრალი ხველა

კომშრალი ხველა უფრო შემაწუხებელია, ვიდრე სველი. ის თითქოს შიგნიდან გიგლეჯს ყელს, ამოხველებას კი ვერ ახერხებ. ამ დროს ასე მოიქეცით:

ჩაისუნთქეთ საშუალო სიღრმეზე და მუცლის კუნთების შეკუმშვით რამდენჯერმე წამოახველეთ. ეცადეთ, დაუძაბავად ახველოთ, რომ ბრონქები არ გაიღიზიანოთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ ხველისას ხელისგული მუცელზე მიიჭიროთ.

მშრალი ხველის დროს დღეში 2-3-ჯერ გაიკეთეთ ორთქლის ინჰალაცია: ისუნთქეთ ცხელი ტუტე მინერალური წყლის ორთქლი. საინჰალაციო წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ანისულის და სოჭის ზეთი.

ნახველიანი ხველა

თუ ხველა ნახველიანია, მაგრამ ნახველის ამოღება გიჭირთ, ნახველის გამათხელებელი საშუალებები დაგეხმარებათ. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის (კოვზის წვერით) ანისული, დარიჩინი, ბეგქონდარა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში და დალიეთ.

სველი ხველის დროს ეფექტურია ასეთი სასმელიც: 3/4 ჭიქა ცხელ რძეს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ბორჯომი და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

კარგია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეებიც: ვირისტერფა, მრავალძარღვა, გვირილა, წიწინაურის (ქაცბალახა) ფესვები, ტუხტის ფესვები, კამა.

ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს რაციონი გაამდიდრეთ რძის ნაწარმით მათში ბევრია კალციუმი, რომელიც ძალიან უხდება სასუნთქი გზების ანთებას, და ადვილად ასათვისებელი სპეციფიკური ცხიმი.

გასანგრძლივეგული ხველის დროს თუ ხველა დიდხანს გაგრძელდა, მიიღეთ იასამფერას, ფიჭვის თესლისა და ბერულას ნაყენი (ამ ნედლეულის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი). მათი ნაყენი კარგად ათხიერებს ნახველს.

აიღეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით (კოვზის წვერით), აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გაგრილებამდე დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში და დალიეთ.

თუ გაქვთ ბრონქიტი ასთმის კომპონენტებით, ხველასთან გამკლავებაში ბაღის პიტნა, კრაზანა და წყლის იელი დაგეხმარებათ (მათაც აფთიაქში შეიძენთ). სასარგებლოა კულმუხოს ნაყენიც, რომელიც, მართალია, ძალიან მწარეა, მაგრამ ხველას იოლად აცხრობს.

Exit mobile version