Vau.ge

ხალხურ მედიცინაში ჭარხალს თუ  ამდენი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი! აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!

ხალხურ მედიცინაში ჭარხალს თუ  ამდენი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი! აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!

ხალხურ მედიცინაში ჭარხალს თუ  ამდენი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი. სრულიად შემთხვევით ვნახე ეს ჩანაწერები დედაჩემის რვეულში — დედა ხალხური მედიცინით იყო დაინტერესებული და რეცეპტებს აგროვებდა:

ჭარხალი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ალერგიის დროს, აგრეთვე სახსრებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.

აი, რამდენიმე რეცეპტიც:

სურდოს დროს:

ახალგამოწურული ჭარხლის წვენს შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 2:1 და ამ ნარევის 5-5 წვეთი ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში. ბავშვებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მოხარშული ჭარხლის წვენი და თაფლი არ შეურიოთ, რადგან ჭარხლის და თაფლის ნარევის ჩაწვეთება წვის შეგრძნებას იწვევს.

ფილტვების ანთებისა და პლევრიტის დროს:

უნდა სვათ ჭარხლის წვენი (გაწურვიდან 2-3 საათის შემდეგ) ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ანემიის დროს:

შეურიეთ თითო ჭიქა ახალგამოწურული ჭარხლის, სტაფილოს და შავი ბოლოკის წვენი, დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1,5-2 ს/კ ყოველი ჭამის წინ.

ლეიკოზის დროს:

შეურიეთ 80 გ ჭარხლის და 340 გ სტაფილოს წვენები. სვით თითო ს/კ ჭამის წინ 3-ჯერ დღეში.

ჰიპერტონიის დროს: დილაობით უზმოზე მიიღეთ 100-100 გ ჭარხლის წვენის, თაფლის და მშრალი ღვინის 4:2:1 ნარევი.

მასტიტის დროს: გახეხილ ჭარხალს შეურიეთ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი და ეს ნარევი დაიდეთ მკერდზე.

შაქრიანი დიაბეტის დროს: ძალიან სასარგებლოა ჭარხლის ქორფა ფოთლების წვენი. უნდა სვათ 1/3-1/2 ჭიქა დღის განმავლობაში. ფოთლებში გაცილებით მეტი რაოდენობის მიკროელემენტი და ვიტამინია, ვიდრე ძირხვენაში. მე თვითონ ვარ დაავადებული დიაბეტით და საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ჭარხლის ფოთლების წვენი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.

ექიმის კომენტარი: ჭარხალი მდიდარია ცილებით, უჯრედისით, შაქრებით, ცხიმებით, შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს) ასკორბინის მჟავას, B,, B, P, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ბეტაინს. ჭარხლის ყველა ნაწილი გამოიყენება საკვებად.

იგი სამკურნალო - დიეტური თვისებების გამო ბევრი დაავადების დროს ინიშნება რაციონში. უჯრედისი და ორგანული მჟავები ასტიმულირებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რაც სპაზმური კოლიტების დროს დადებით შედეგს იძლევა. ვიტამინებისა და რკინის სიუხვის გამო ჭარხლის მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიების დროს.

ჭარხალი კარგია მათთვის, ვისაც აწუხებს თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ათეროსკლეროზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარხალში შემავალი კალიუმი ანტიარითმიული მოქმედებისაა, მაგნიუმი — წნევის დამწევია, იოდი დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

Exit mobile version