Vau.ge

ამით ყველას გადავარჩენ  – ყველა სიკეთესთან ერთად დინდგელი იმუნიტეტის აღმდგენი ყოფილა

ამით ყველას გადავარჩენ  - ყველა სიკეთესთან ერთად დინდგელი იმუნიტეტის აღმდგენი ყოფილა

დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ისე არასპეციფიკურ ფაქტორებს და, აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ
საშუალებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ სპეციფიკურ იმუნიტეტს განაპირობებს ორგანიზმის ლიმფოიდური სისტემა, ხოლო ორგანიზმის დამცავ არასპეციფიკურ ფაქტორებს ქმნის კანი, კუჭის წვენის მჟავე ბარიერი, სისხლის დამცველობითი ფუნქციის სხვადასხვა მექანიზმი.

დინდგელი ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამიტომ უნიკალური საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.

დინდგელი წმენდს უჯრედებს, ხელს უწყობს მათი მემბრანების სტაბილიზაციას, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს (ანუ უზრუნველყოფს მათ რეგენერაციას), ასტიმულირებს ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) ფუნქციას, ზრდის გამგლობულინების რაოდენობას.

მისი გავლენით აქტიურდება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქცია, უმჯობესდება ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობა. დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა.

დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს — ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად
მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც.

ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა).

მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად
იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.

ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.

არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

წყლიანი ნაყენი

საჭირო რაოდენობის დინდგელი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. როცა გაიყინება
და გამაგრდება, გახეხეთ წვრილ სახეხზე. ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაში (ანუ მეორე ჭურჭელში, რომელშიც წყალი დუღს).

ნარევი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ (გაფილტრეთ) და მუქი
ფერის მინის ჭურჭელში გადაასხით. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი თვისა.

 

Exit mobile version