Vau.ge

ნახეთ რა უნდა მოიმოქმედოთ დამწვრობის დროს – ამის ცოდნა ყველას გჭირდებათ!

ნახეთ რა უნდა მოიმოქმედოთ დამწვრობის დროს - ამის ცოდნა ყველას გჭირდებათ!

 

ჩემი გამოცდილება მათ მინდა გავუზიარო, ვინც ენდობა მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. დიდი ხნის წინ ჩემს მამამთილს კიდურებზე ადუღებული წყალი გადაესხა და მისი მკურნლობის დროს მასწავლეს ხალხური საშუალებები:

50 გრამი მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გულდასმით მოურიეთ და დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა. ეს მასა დაადეთ მტკივნეულ ადგილას. დამწვრობის დროს

სასარგებლოა გოგრის წვენის კომპრესები. დამწვრობას ძალიან უხდება დაფქული მშრალი ჩაი.

დამწვარი სიმინდი ან სიმინდის ფქვილი, ცარცი და ზეთი აურიეთ ერთმანეთში და დამწვარზე დაიდეთ. კარგია, თუ ქათმის ბუმბულით წაისვამთ სიმინდის ან ზეითუნის ზეთს (აყუჩებს ტკივილს).

გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ სახეხზე, დააფინეთ დოლბანდზე და შეიხვიეთ დაზიანებული ადგილი. როგორც კი კომპრესი გაცხელდება, გამოცვალეთ.

აურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ცალი კვერცხის გული. ეს მასა კარგად ათქვიფეთ, სქლად წაისვით დამწვარზე და შეიხვიეთ.

სახვევი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ. უმარილო ძროხის ქონს შეურიეთ 4 ცალი ახალი დიეტური კვერცხი (კანის გარდა), ეს ნარევი დაიფინეთ დამწვარ ადგილას და შეიხვიეთ.

როდესაც მალამო გაშრება, ახლით შეცვალეთ. მალამო დიდ დამწვრობასაც კურნავს. დამწვრობისას ხალხური მედიცინა ოდითგანვე იყენებდა თაფლს.

ის უებარი საშუალებაა, ანელებს ტკივილს და აფერხებს წყლულების გაჩენას, დაზიანებული ადგილი კი სწრაფად შუშდება.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version