Vau.ge

ნუ იჩქარებთ აბების შეძენას! კუჭ-ნაწლავის მკურნალობას ხალხური მეთოდებით მარტივად შეძლებთ!

ნუ იჩქარებთ აბების შეძენას! კუჭ-ნაწლავის მკურნალობას ხალხური მეთოდებით მარტივად შეძლებთ!

40 წლის ვარ და  ბოლო დროს კუჭ-ნაწლავმა შემაწუხა. ექიმმა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დამისვა. პრობლემა განსაკუთრებით მიმწვავდებოდა ზაფხულობით, როცა ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. ცოცხალი პროდუქტი ძალიან მიყვარს, მაგრამ შევჭამდი თუ არა, მეწყებოდა მუცლის ყურყური, შებერილობა, ნაწლავების სპაზმები და კუჭის შეკრულობა.

ექიმის რჩევები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავწყვიტე, თავად მეშველა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. რაციონიდან გამოვრიცხე ლობიო, ბარდა, კომბოსტო, შებოლილი და ცხიმიანი საკვები, რადგან, ჩემი დაკვირვებით, ეს საკვები ყველაზე მეტად მწყენს. ხშირად მივირთმევ ხორბლის ფაფას, მაწონს, ხაჭოს.

ვცდილობ, მიღებული საკვები იყოს თბილი — არც ცივი და არც ცხელი. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ უკეთესია საკვები მივიღო დღეში რამდენჯერმე და ერთ ჭამაზე არასოდეს დავნაყრდე ზომაზე მეტად. ასევე გამოცდილებამ მიჩვენა, თუკი რაიმეზე ვინერვიულებდი, მაშინვე თავს მახსენებდა ნაწლავური პრობლემებიც.

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევების მოგვარება საბოლოოდ მცენარეული საშუალებებით შევძელი.

გასწავლით რამდენიმე რეცეპტს:

გაზების წარმოქმნას ამცირებს კამის თესლის ნაყენი:

გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა კარტოფილის ახალგამოწურული წვენი.

ამ მარტივი საშუალებებით დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შემიძლია ვთქვა, რომ კუჭ-ნაწლავი საერთოდ აღარ მაწუხებს.

ექიმის კომენტარი:

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ადგილი აქვს ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციურ მოშლილობას და თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, რომელიც ცხრება დეფეკაციის შემდეგ. ეს სინდრომი უფრო ხშირია 25-45 წლის ასაკის ქალებში, თუმცა გვხვდება მოხუცებსა და ბავშვებშიც.

ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ნერვული სისტემის მდგომარეობასაც უკავია, ამიტომ იყო, რომ როგორც მკითხველი აღნიშნავს, ნერვული აღგზნებისას დაავადება მწვავდებოდა.

Exit mobile version