Vau.ge

გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები! ის რაც ნამდვილად გამოგადგებათ!!

გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები! ის რაც ნამდვილად გამოგადგებათ!!

გულძმარვით მიმდინარე დაავადებების დროს ძირითად მკურნალობასთან ერთად ფიტოთერაპია ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულია შემდეგი საშუალებების მიღება: კარტოფილის წვენის, სელის თესლის ნაყენის, ძირტკბილას ფეს-ვების ნახარშის.

გულძმარვა შეიძლება ადამიანს დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც აწუხებდეს. ასეთ დროს მკურნალობა კუჭში ჭარბი მჟავიანობის გასანეიტრალებლად არ უნდა იყოს მიმართული; უნდა ვიზრუნოთ საჭმლის მონელების გაუმჯობესებაზე და არ დავუშვათ ნაღვლის წვენის კუჭსა და საყლაპავში უკუგადასვლა. დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულ მცენარეულ ნაკრებში უნდა შედიოდეს მრავალძარღვა.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს გულძმარვის თავიდან ასაცილებლად.

 კარტოფილის წვენი:

დალიეთ დღეში 3-4-ჯერ ახალგამოწურული უმი კარტოფილის წვენი, 15-20 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას. ეს არის ქრონიკული გასტრიტის დროს გულძმარვისგან გათავისუფლების ყველაზე იოლი და იაფი მეთოდი, ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

ძირტკბილას ფესვების ნახარში:

10 გ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები და 6 გ ფორთოხლის დაფქული ქერქი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ 60 გ თაფლი და დალიეთ 3 ჯერზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ეს რეცეპტი ეფექტიანია კუჭში მაღალი მჟავიანობის დროს.

სხვადასხვა ბალახის ნახარში:

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალთეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ. 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.

სელის თესლის ნაყენი:

2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, გაფილტრეთ. შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.

სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის მომატებული სეკრეციის დროს:

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ფარსმანდუკი, სააფთიაქო გვირილა, კრაზანა, ძირტკბილას ფესვები. ამ ნარევის 10 გრამს (ერთი სუფრის კოვზი) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი დალიეთ შემთბარი, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.

 სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის დაქვეითებული სეკრეციის დროს:

აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი კრაზანა, 4 წილი მელისა, 3 წილი მრავალძარღვა, 2 წილი ახალი ჭინჭარი, 2 წილი თავშავა. 1 სუფრის კოვზ ნაყენს დაასხით 2/3 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისას.

Exit mobile version