Vau.ge

აი, როგორ უნდა დაამზადოთ სახლის პირობებში მზისგან დამცავი არატოქსიკური კრემი-ეფექტურია!

დღეს ბაზარზე უამრავი მზისგან დამცავი კრემია გაყიდვაში, თუმცა ქარხნული მეთოდით წარმოებული კრემები, ბუნებრივია შეიცავენ გარკვეულ ქიმიურ დანამატებს. მაგალითად დიეთანოლამინი, ტრიეთანოლამინი, ბენზოფენონი და ა.შ. კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ეს შემადგენლობები საგრძნობლად ზრდის კანის კიბოს რისკს, გარდა ამისა იწვევს რიგ პრობლემებს, რომელიც დროთა განმავლობაში იჩენს თავს.

ჩვენ გთავაზობთ ალტერნატიული მზისგან დამცავი კრემის მომზადების მეთოდებს, თქვით უარი მავნე ქიმიურ პროდუქტზე და მოამზადეთ არატოქსიკური საშუალება საკუთარი ხელით.

ინგრედიენტები:

– ½ ჭ ალოეს წვენი (ახლად გამოწურული სითხე ფოთლებიდან)
– 20 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი ან ჟოლოს წიპწის ზეთი
– 5 ს/კ ქოქოსის ზეთი
– 3 კაფსულა ვიტამინი E
– 5 წვეთი ლავანდის ზეთი
– 2 ს/კ თუთიის ოქსიდი !NON NANO! (არ შეისუნთქოთ ეს პუდრი შეგიძიათ ჩაანაცვლოთ 1 ს/კ ავოკადოს ზეთით.)

ალტერნატიული რეცეპტი:

– ½ ჭ ქოქოსის ზეთი
– 2 ს/კ თუთიის ოქსიდი (non nano)
– 1 ს/კ წითელი ჟოლოს თესლის ზეთი

აღნიშნული რეცეპტით მომზადებულ მზისგან დამცავი კრემს ექნება SPF 20+ და მეტი დაცვა.

Exit mobile version