Site icon Vau.ge

დალიეთ ეს კოქტეილი, თუკი გცვივათ თმა, გტყდებათ ფრჩხილები და ჩაგიშავდათ თვალები

ყოველ დილით, უზმოზე სვით ეს უგემრიელესი მილქშეიქი და თმაც გამოგიცოცხლდებათ, ფრჩხილებიც გაგიმაგრდებათ და კანის მდგომარეობაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
დაგჭირდებათ:
300 გრ რძე, 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 ბანანი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
თავდაპირველად შვრიის ფანტელს დაასხით 3-4 კოვზი რძე და დააბლენდერეთ, შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი ბანანი, თაფლი, დარჩენილი რძე და კარგად ათქვიფეთ.

Exit mobile version