ბროწეულის სასარგებლო თვისებები ყველას მოეხსენება, თუმცა აქცენტს ყოველთვის მის მარცვლებზე ვაკეთებთ, ცოტამ თუ იცის, რომ ბროწეულის ქერქიც არანაკლებ სასარგებლოა. ყურადღებით გაეცანით ამ ინფორმაციას და გააითვალისწინეთ!
ბროწეულის ქერქი
ბროწეულის ქერქი ყველა ოჯახში უნდა ინახებოდეს, ნივთიერებები რომლებსაც ის შეიცავს უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას მოგიგვარებთ, ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების მუშაობას ორგანიზმში და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ბროწეულის გამომშრალი ქერქის ნაყენი 2-3 საათის შემდეგვე აქრობს დიარეისა და ფაღარათის ნიშნებს, ამაგრებს კუჭს და ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. ის ნაბახუსევის დროსაც კი ეფექტურია.
ინგრედიენტები (1 პორცია)
– 10-12 გ ბროწეულის გამომშრალი ქერქი
– 200 მგ წყალი
მომზადება:
1. აადუღეთ წყალი.
2. დაასხით ადუღებული წყალი ქერქებს, გააჩერეთ 25-30 წუთის განმავლობაში.
პირველ ჯერზე უნდა მიიღოთ მომზადებული ნაყენის ნახევარი, შედეგს 10 წუთის შემდეგვე იგრძნობთ, პირველი მიღებიდან 30 წუთის შემდეგ დალიეთ მომზადებული ნაყენის დარჩენილი რაოდენობაც.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტბის დახმარებით!