Vau.ge

რა მოუვა თქვენს ორგანიზმს თუ ყოველ დილით, უზმოზე ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევს დალევთ

რა მოუვა თქვენს ორგანიზმს თუ ყოველ დილით, უზმოზე ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევს დალევთ

 

ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. ის ამსუბუქებს სახსრების ტკივილს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ყელის ქრონიკული ტკივილისთვის უებარი წამალია.

თუ მიქსტურას ყოველ დილით მიირთმევთ, თქვენ:

ყაბზობა და დიარეა აღარ შეგაწუხებთ; წონაში დაიკლებთ; თავს უფრო მეტად ენერგიულად იგრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივ; სუნთქვა გაგიუმჯობესდებათ.

მიქსტურის მომზადების წესი:

ერთ ფინჯან ცხელ წყალში ჩაასხით 1 ჩ/კ (შეგიძლიათ, 1 ს/კ) ვაშლის ძმარი და დაამატეთ 1 ჩ/კ სუფთა ნატურალური გაუფილტრავი თაფლი; მოურიეთ და ცოტა ხანი, ასე გააჩერეთ; რამდენიმე წუთის შემდეგ, ნარევი დალიეთ.

ერთბაშად არ დალიოთ, მიირთვით ისე, თითქოს ჩაის სვამდეთ; მიქსტურის მიღების შემდეგ, 1 საათის განმავლობაში მიირთვით დაახლოებით 1 ლ. წყალი; ამის შემდეგ, ისაუზმეთ.

გაითვალისწინეთ: ძმარი შესაძლოა, რეაქციაში შევიდეს შარდმდენ, საფაღარათო, დიაბეტისა და გულის სამკურნალო პრეპარატებთან, ამიტომ, ნარევის მიღებამდე, თქვენს ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ!

აუცილებლად სანახავი:კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Exit mobile version