Vau.ge

ამ რეცეპტით ყველაზე გემრიელ მეგრულ კვარს მოამზადებთ – კაცები ამაზე გიჟდებიან

ყველაზე გემრიელი კვარის გამოსაცხობი ცომისათვის დაგჭირდებათ:

  • 500 გრამი ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • მარილი
  • 2 ცალი კვერცხი
შიგთავსის მოსამზადებლად მოიმარაგეთ:
  • 500 გრამი სულგუნი
  • 50 გრამი კარაქი
თქვენი გემოვნების სოუსი შეიძლება დაამზადოთ ამ პროდუქტებისგან:
  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი აჯიკა
მომზადების პროცესი მარტივია. კვერცხი უნდა ათქვიფოთ რძეში. ზეთიანი ხელებით მოზილეთ ცომი მარილ მოყრილი ფქვილისგან. რბილ ცომს გადააფარეთ ტილო და დრო მიეცით დასასვენებლად. პარალელურად გახეხეთ სულგუნი და აზილეთ დარბილებულ კარაქში, შემდეგ ამ ამ მასისგან მოამზადეთ პატარა ყველის ბურთები. ცომი გააბრტყელეთ და ჭიქით გამოჭერით რგოლები. ჩადეთ გამოჭრილ ფორმებში ყველის ბურთები, მოუკარით პირი და ხელით გაბრტყელებისას მიეცით მრგვალი ფორმები.  ეს ცომის ფორმები მოხარშეთ მარილიან წყალში და შემდეგ ზემოდან მოასხით გაზზე გამდნარი კარაქი. სოუსის მოსამზადებლად აურიეთ არაჟანი და აჯიკა.
Exit mobile version