Vau.ge

მარილის გამოყენების სხვადასხვა გზები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ

მარილი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი გამოყენება, გარდა კერძებისა, სხვა დანიშნულებითაც შეიძლება. მარილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანმრთელობისთვის, თავის მოვლისთვის და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

გთავაზობთ მარილის გამოყენების სხვადასხვა გზებს:

თმის მოვლა
თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, აუცილებლად გამოცადეთ ეს ხრიკი: ჩაამატეთ ერთი მუჭა მარილი მთლიან შამპუნში. წაისვით მიღებული საშუალება თავზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენ თმის ცხიმიანობა აღარ შეგაწუხებთ.

სახის მოვლა
ჩაამატეთ მარილი თხევად საპონში ან სახის კრემში. მიღებული საშუალება შეიზილეთ სახის კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შეძლებთ კანის დატენიანებას და მკვდარი უჯრედების მოშორებას.

ფეხების მოვლა
თუ თქვენ მთელი დღე ფეხზე გიწევთ დგომა, არ არის გამორიცხული შეგაწუხოთ კიდურების ტკივილმა და დაღლილობამ. შეურიეთ ერთმანეთში იმ რაოდენობით მარილი და ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ ქუსლები კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ. ხანმოკლე დროში თქვენ დაივიწყებთ ფეხების სიმშრაელს, უსიამოვნო სუნს, აქერცლილ კანსა და დაბზარულ ქუსლებს.

სისხლჩაქცევების გაქრობა
გახსენით 2 სუფრის კოვზი მარილი წყალში და მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ კანის დაზიანებული ზედაპირი. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

თავის ტკივილი
თუ თქვენ გაწუხებთ თავის ტკივილი, მიიღეთ მარილიანი აბაზანა. ეს მეთოდი ამშვიდებს სხეულის თითოეულ კუნთს, ხსნის დაძაბულობას და გვეხმარება თავის ტკივილის მოხსნაში.

ვანა-ტუალეტის დასუფთავება
შეურიეთ თხევადი საპონი და მარილი ერთმანეთში თანაფარდობიტ 1:1. მიღებული საშუალება არაჩვეულებრივია ვანა-ტუალეტში ფილების გასაპრიალებლად.

სარეცხი მანქანის გაწმენდა
მოაბნიეთ მცირეოდენი მარილი სარეცხ მანქანაში და დააყენეთ ის უბრალო რეცხვის რეჟიმზე. ჭუჭყი, ობი და ლაქები თქვენი სარეცხი მანქანიდან უკვალოდ გაქრება.

 

Exit mobile version