Vau.ge

ამ რეცეპტით მომზადებული ტორტის ბისკვიტი არასდროს ჩაგივარდებათ – რეცეპტი ზარმაცებისთვის

 

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • 5 ცალი კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი

მომზადების რეცეპტი:
ღუმელი უნდა გაახუროთ 180–190 გრადუსამდე, შემდეგ კი შეუდგეთ ბისკვიტის მომზადების პროცესს. ჯერ უნდა ათქვიფოთ კვერცხი და შაქარი, შემდეგ კი ამას დაუმატოთ ვანილის შაქარი და ყველაფერი ერთად კარგად აურიოთ. მიქსერით მორევისას თანდათან დაუმატეთ ფქვილი, საბოლოო ჯამში უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სტრუქტურის მქონე ცომი.
მიღებული მასა უნდა ჩაასხათ პერგამენტჩაფენილ ფორმაში და შედგათ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ დატოვეთ ბისკვიტი ღუმელში გასაგრილებლად. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ის გამოიყენოთ ნებისიერი სახის უგემრიელეს ტორტის საფუძველად.

Exit mobile version