Vau.ge

მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი კვერცხის გარეშე და გააოცეთ ოჯახი ამ რეცეპტით

ამ რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებია:
280 გრამი ფქვილი
1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ.კ.
225 გრამი მარგარინი ან კარაქი
180 გრამი შაქარი
4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
2 სუფრის კოვზი მაწონი ან სამარხვო მაიონეზი
ლიმონის ცედრა
5 გახეხილი ვაშლი.

მომზადება:
პირველ რიგში უნდა ათქვიფოთ კარაქი და შაქარი, თქვეფისას დაუატეთეა მაიონეზი, მწიკვი ვანილი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ათქვეფის შემდეგ ცომი უნდა გაყოთ ორათ და ერთი ნახევარი საყინულეში შედგათ ნახევარი საათით. პარალელურად გახეხეთ ვაშლები, შემდეგ კი მიღებულ მასალას მოაყარეთ შაქრის პუდრა და ლიმონის ცედრა.
გარეთ დატოვებული ცომის ნახევარი გააბრტყელეთ და მოაყარეთ მას გახეხილი ვაშლი. ამის შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან გაციებული ცომის მეორე ნაწილი და თავზე მოახეხეთ ნამცვარს. მიღებული მასალა უნდა გამოაცხვოთ 180 გრადუსზე და შემდეგ მოაყაროთ შაქრის პუდრა.

Exit mobile version