Vau.ge

ბრაზილიური დიეტა – დაიკელით 10 კილოგრამი 2 კვირაში!

ბრაზილიური დიეტა ერთ-ერთი პოპულარული დიეტაა, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ 10 კგ ორ კვირაში.
ამ დიეტის ორი ვარიანტი არსებობს: სწრაფი და ნორმალური. ჩვენ ნორმალურ ვერსიას წარმოგიდგენთ, რადგან სწრაფი ვერსია ცოტა მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. ამას კი ჯანმრთელობისთვის ნეგატიური ეფექტი მოაქვს, ამიტომ არ გირჩევთ.
რაც შეეხება ამ დიეტის ნორმალურ ვერსიას, ის მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით. ყოველდღიურად 4-5-ჯერ უნდა ჭამოთ.

დიეტის გეგმა 7 დღისთვის

ორშაბათი

საუზმე: 1 ფორთოხალი, 1 ბანანი და 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

მცირე საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, ტოსტის ერთი ნაჭერი.

სადილი: 100 გ მოხარშული თევზი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათი

ვახშამი: იგივე, რაც ლანჩზე მიირთვით.

დაძინებისას: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, ტოსტის 1 პატარა ნაჭერი.

სამშაბათი

საუზმე: 1 რბილად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი

მცირე საუზმე: ტოსტის 1 პატარა ნაჭერი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი

სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 2 მოხარშული კარტოფილი, 4 სალათის ფოთოლი

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, სალათის ფოთოლი, ბარდა (ახალი ან დაკონსერვებული)

დაძინებისას: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ტოსტი

ოთხშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა დიაბეტური რძე, ტოსტის 1 ნაჭერი

მცირე საუზმე: 100 გრამი დიეტური ყველი

სადილი: 100 გრამი ბრინჯი, 150 გრამი ახალი კომბოსტოს სალათა 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან და წვრილად დაჭრილ ოხრახუშთან ერთად.

ვახშამი: 100 გ მოხარშული ხორცი, 1 ვაშლი, 4 სალათის ფოთოლი

დაძინებისას: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, ტოსტის 1 პატარა ნაჭერი.

ხუთშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა ანანასის წვენი, 60 გრამი ანანასი

მცირე საუზმე: 1 ჭიქა ანანასის წვენი, ტოსტის 1 პატარა ნაჭერი

სადილი: 100 გ მოხარშული ხორცი, პატარა ნაჭერი ყველი და 1 ფორთოხალი

ვახშამი: 2 მოხარშული კარტოფილი, 150 გრამი გახეხილი სტაფილოს სალათა ზეთით

დაძინებისას: 1 ჭიქა ანანასის წვენი, ტოსტის 1 ნაჭერი

პარასკევი

საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 პატარა ტოსტი

მცირე საუზმე: 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი

სადილი: 150 გრამი მოხარშული თევზი, 2 პატარა მოხარშული სტაფილო

სადილი: 1 ჯამი ბოსტნეულის წვნიანი (კრემსუპი ან სოკოს სუპი ან მოშუშული თევზი), პატარა ნაჭერი პური

დაძინებისას: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, ტოსტის 1 პატარა ნაჭერი

შაბათი

საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ნაჭერი ტოსტი.

მცირე საუზმე: 150 გრამი მოხარშული გახეხილი ჭარხლის სალათა ცოტაოდენი ზეთით.

სადილი: 1 ჯამი ბოსტნეულის წვნიანი, სოკოს კრემსუპი და მოშუშული თევზი, 1 პატარა ნაჭერი პური

ვახშამი: 100 გ შემწვარი სოკო, 100 გრ ბოსტნეულის სალათა

დაძინებისას: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 2 ორცხობილა.

კვირა

საუზმე: 1 ბანანი, 1 მუჭა ყურძენი

მცირე საუზმე: 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, ტოსტის 1 პატარა ნაჭერი

სადილი: 100 გ მოხარშული ხორცი, 100 გრ კომბოსტოს სალათა კომბოსტოს ახალივხახვით, 1 ლიმონის წვენი.

სადილი: 1 ჯამი ბოსტნეულის წვნიანი, სოკოს კრემსუპი და მოშუშული თევზი, 100 გრამი ხილი, 4 სალათის ფოთოლი

დაძინებისას: 1 ჭიქა ვაშლის წვენი, 2 ლეღვის ჩირი.

ამ დიეტის გამეორება 2-იდან 4 კვირამდე შეგიძლიათ. ( არა უმეტეს ხანს!) დიეტის შემდეგ აუცილებლად ბევრი ხილი და ბოსტნეული მიიღეთ. დიეტის დროს რეკომენდებულია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობებითაც.

Exit mobile version