Vau.ge

ამ თუშური ხაჭაპური კოტორის გემრიელი რეცეპტით ნებისმიერ სტუმარს გააგიჟებთ

 

ამ რეცეპტისთვის გამოგადგებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • 1 კილო კალტი ან ხაჭო
  • ერბო
  • 1 კილო ხორბლის ფქვილი
  • წყალი
  • მარილი
მომზადების წესი ასეთია:

აიღეთ 1 კილო ხაჭო და შეურიეთ ცოტა ერბო. 1 კილო ხორბლის ფქვილს დაუმატეთ მწიკვი მარილი და მიღებული მასისგან მოზილეთ ფაფუკი ცომი. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო და ერბო და გუნდებად დაყავით. დაასვენეთ ცომი 1–2 საათით, შემდეგ კი გუნდები გააბრტყელეთ ფქვილიან დაფაზე. ამის შემდეგ მათში მოათავსეთ ხაჭოიანი შიგთავსი და მოუკარით პირი, რის შემდეგაც ფრთხილად გააბრტყელეთ. მიღებული გუნდა შეწვით გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე ორივე მხრიდან. ტაფიდან ამოღების შემდეგ ცხელ კერძს გადაუსვით ზევიდან ერბო ან კარაქი და ასე მიირთვით გემრიელად. აუცილებელია შიგთავსი იყოს ბოლომდე გამოტენილი და ცომი თხელი.

Exit mobile version