Vau.ge

როგორ გავთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან? რეცეპტი, რომელიც დისკომფორტს მოგიხსნით

როგორ გავთავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან? რეცეპტი, რომელიც დისკომფორტს მოგიხსნით

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს.

სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით. ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული.

თუ ფეხები გიმძიმდებათ, ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენათ და სახსრები გაწუხებთ ამ რეცეპტს გირჩევთ:

აიღეთ 300 გრ. სპირტი, 1 ფლაკონი ქაფურის სპირტი (10 მლ), 1 წვეთი იოდი, 10 ტაბლეტი ანალგინი.

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და 21 დღე ბნელ ადგილას დადგით. 3 კვირაში სახსრებისთვის საცხი მზად იქნება.

პირველი პროცედურის შემდეგ სახსრების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. იმისთვის რომ ტკივილმა საბოლოოდ გაგიაროთ საცხი 8-10-ჯერ წაისვით.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version