Vau.ge

უნიკალური საშუალება! სარეცხი საპნის გამოყენების გზები

უნიკალური საშუალება! სარეცხი საპნის გამოყენების გზები

იყო დრო, როდესაც სარეცხი საპონი ყველა სახლში მოიძებნებოდა და მას მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ, თანამედროვე სარეცხი საშუალებების გამოჩენამ ეს პროდუქტი ჩაანაცვლა, თუმცა ნამდვილად არ ღირს მასზე უარის თქმა, ყურადღებით გაეცანით ამ რჩევებს და ხშირად გამოიყენეთ ტრადიციული გამოცდილი საშუალება!

სარეცხი საპნის გამოყენების გზები:

1. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება
თუ გსურთ გრძელი, ხშირი და უქერტლო თმა, მაშინ თქვენ სარეცხი საპონი დაჭირდებათ. შამპუნის გამოყენების შემდეგ თავი დაიბანეთ სარეცხი საპნით, უფრო ძლიერი ეფექტისთვის შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ძმარიც გამოიყენოთ. ეს მეთოდი უფრო მეტად რეკომენდირებულია ცხიმიანი ტიპის თმისთვის.

2. მგრძნობიარე კანი
მგრძნობიარე კანის დეპილაციის შემდეგ გაღიზიანების აღმოსაფხვრელად საჭიროა ეს ადგილი სარეცხი საპით ჩამოიბანოთ.

3. კანის გასაახალგაზრდავებლად
კვირაში 2-ჯერ თუ სარეცხი საპნით დაიბანთ, თქვენი კანის მდგომარეობა სრულიად შეიცვლება! პროცედურის შემდეგ გამოიყენეთ ბავშვის ჩვეულებრივიკრემი.

4. გაციება
თუ პირველივე სიმპტომებისთანავე დაიწყებთ სარეცხი საპნის გამოყენებას, მაშინ გაციებისგანაც დაიხსნით თავს. გააკეთეთ საპნის ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიმუშავეთ მისით ნესტოები.

5. სოკო
სარეცხი საპონი ეფექტურია სოკოს წინააღმდეგაც. უბრალოდ დაიმუშავეთ სასურველი ადგილი სარეცხი საპნით და ჯაგრისით, შემდეგ კი გამოიყენეთ იოდი.

6. სადეზინფექციო საშუალება
დაამუშავეთ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნით და გაჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.

7. შეშუპება და სილურჯე
დაასველეთ სარეცხი საპონი წყალში და წაისვით დაზიანებულ ადგილზე. გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

8. ჩირქოვანი ადგილები
ჩირქოვანი და დაწითლებული წარმონაქმნების სამკურნალოდ აურიეთ გახეხილი ხახვი, სარეცხის საპონი და შაქარი პროპორციით 1:1. დაიდეთ ეს მალამო ძილის წინ სასურველ არეზე და შეიხვიეთ ბინტით.

9. კოჟრები და ნახეთქები
2 ლ თბილ წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა და 1 ს/კ გახეხილი სარეცხის საპონი.

10. მზისგან მიღებული დამწვრობა

დაზიანებულ ადგილზე წაისვით სარეცხი საპონი და დაელოდეთ გაშრობას. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ სიწითლე და წყლულები.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გამოიყენეთ სარეცხი საპონი უფრო პრაქტიკულად!


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version