საჭირო ინგრედიენტებია:
- ბატკნის ხორცი – 1 კგ
- ქინძი – 2 კონა
- ოხრახუში – 2 კონა
- მწვანე ხახვი – 2 კონა
- ტარხუნა – 3-4 კონა
- მწვანე წიწაკა
- ალუჩა – 100 გ
- თეთრი ღვინო – 250 გ
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
საშუალო ზომაზე დაჭრილი ხორცის ნაჭრები და სქლად დაჭრილი მწვანილები დააწყეთ ფენა-ფენა და დაუმატეთ ღვინო. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე. მწვანილებიდან ტარხუნა უბრალოდ გაასუფთავეთ შერევისას, დაჭრის გარეშე.
Facebook კომენტარები