Vau.ge

ყავის ნაყინის უსწრაფესი რეცეპტი მხოლოდ 3 ინგრედიენტით

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 600 მლ
  • შედედებული რძე - ნახევარი ქილა
  • ხსნადი ყავა - 3 ჩ/კ

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

პირველ რიგში უნდა გახსნათ ყავა 2-3 სუფრის კოვზ წყალში, შემდეგ კი დაუმატოთ მას შედედებული რძე და კარგად აურიოთ ერთმანეთში. ამის შემდეგ შეურიეთ მიღებულ მასას ნაღები და კარგად ათქვიფეთ. საბოლოოდ ეს ნარევი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით და შემდეგ ისიამოვნეთ უგემრიელესი დესერტით!

 

Exit mobile version