Vau.ge

სოდის გამოყენების უნიკალური გზები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

სოდის გამოყენების უნიკალური გზები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ჩვენს სამზარეულოში ბევრი ისეთი პროდუქტი მოიძებნება, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ გარდა საჭმელების მომზადებისა. თუმცა, ისეთი უნივერსალური პროდუქტი, როგორიც სოდაა, ცოტა თუ მოიძებნება.

სოდის გამოყენება შეგვიძლია როგორც საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის, ისე სამკურნალოდ და თავის მოვლისთვის. დღეს შემოგთავაზებთ სხვადასხვა გზებს, თუ რისთვის და როგორ შეგიძლიათ სოდის გამოყენება.

1. სოდა გულძმარვისთვის- საცხობ სოდას აქვს უნარი კუჭის მომატებული მჟავიანობა გაანეიტრალოს, შედეგად ის სწრაფად გაგათავისუფლებთ მჟავიანი რეფლუქსისგან. უბრალოდ ჩაყარეთ ერთ ფინჯან ონკანის წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა, მოურიეთ და მიიღეთ ნელ-ნელა.

2. პირის ღრუს მოვლა- შეგიძლიათ თქვენს კბილის პასტაში შეურიეოთ ცოტაოდენი საცხობი სოდა და ამგვარად გაიხეხოთ კბილები. შედეგად, სუნთქვა უფრო გაუმჯობესდება და კბილის მინანქარიც გათეთრდება.

3. სოდა, როგორც დეოდორანტი- შეგიძლიათ იღლიები დაიბანოთ სოდიანი წყალ-ხსნარით, ან უბრალოდ დეოდორანტის ნაცვლად, დაბანის შემდეგ გამოიყენოთ და წაისვათ სოდა. ის ხელს შეუწყობს არასასიამოვნო სუნის გაქრობას.

4. სოდა კოჟრებისთვის- ხშირად ჩაილბეთ ფეხები სოდიან წყალში თუ კოჟრები გაწუხებთ, ის ხელს შეუწყობს მათ დარბილებას და შედეგად, მოცილებასაც.

5. სოდა ფეხების შეშუპებისთვის- როგორც წესი, შეშუპების ძირითადი მიზეზი სხეულის ქსოვილებში მარილის დაგროვება ხდება, სოდა კი ამ პრობლემას ძალიან მარტივად უმკლავდება. 1,5 ჩ.კ სოდა ჩაყარეთ 1 ფინჯან ადუღებულ წყალში, ბამბის ქსოვილის წინდა ჩაალბეთ, გაწურეთ და ჩაიცვით, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზევიდან ჩაიცვით მშრალი წინდა. 8 საათის შემდეგ შედეგი დაუჯერებლი გახდება.

6. სოდა ტანსაცმლისთვის- თუ გარეცხვამდე თეთრეულს ან ტანსაცმელს სოდიან ხსნარში ჩაალბობთ და დატოვებთ მთელი ღამით, თქვენ გაზრდით სარეცხი ფხვნილის ეფექტს და ქსოვილიც გაცილებით რბილი გახდება. (გამოიყენეთ 1, 5 სუფრის კოვზი სოდა 5 ლიტრ წყალში).

7. სოდა უსიაოვნო სუნის გასაქრობად- თუკი სოდას დატოვებთ მაცივარში, უსიამოვნო სუნი გაქრება

8. სოდა სამკაულებისთვის- თუკი ძვირფასმა მეტალის სამკაულმა დაკარგა ძველი მბზინვარება, მდუღარე წყალში ჩადეთ და დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა. 10-15 წუთის შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ.

9. სოდა ჭურჭლისთვის- ჭიქებმა მბზინვარება დაკარგეს? გარეცხეთ სოდიან წყალში.

10. სოდა საჭმლისთვის- ლობიო სწრაფად რომ მოამზადოთ, ქვაბით დადგით ცეცხლზე და 1 ლიტრ წყალთან ერთად 1 ჩ/კ სოდა ჩაუმატეთ.

11. ხელებიდან საჭმლის სუნის მოშორება-  ხელები საპონთან ერთად სოდით დაიბანეთ. თქვენ მოგშორდებათ ხახვის, ნივრისა და თევზის სუნი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version