Vau.ge

მჟაუნას ამ სასარგებლო თვისებება აქამდე არ გსმენიათ. გაიგეთ მეტი სამკურნალო მცენარის შესახებ

მჟაუნას ამ სასარგებლო თვისებება აქამდე არ გსმენიათ. გაიგეთ მეტი სამკურნალო მცენარის შესახებ

მჟაუნას მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავას არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს, ასევე, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, B2, C, K, PP. ვიტამინებით და განსაკუთრებით, C ვიტამინით მდიდარია მჟაუნას ყველა სახეობა.

მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:

მჟაუნის ქორფა ფოთლების სალათა მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. სჯობს, მჟაუნა მშიერ კუჭზე მიიღოთ.

მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს თირკმელებში კენჭების დაშლა შეუძლია. მიიღეთ წვენის სახით 100 მილიგრამი უზმოზე და ღამე, 10-12 დღის განმავლობაში.

საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას დალიეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.

რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) – სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ გაშრება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში, მინიმუმ, ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.

სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს – 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version