Vau.ge

მურაბის მომზადების 5 წუთიანი ხერხი – ნებისმიერი კენკრისათვის

თუკი გემრიელი მურაბის მომზადება გსურთ, თუმცა ბევრი დრო არ გაქვთ, ეს 5 წუთიანი მეთოდი ძალიან გამოგადგებათ ნებისმიერი კენკრის მურაბის მომზადებისას და თანაც თქვენი მურაბა ყველანაირ ვიტამინს ცოცხლად და გემრიელად შემოინახავს:

საჭირო ინგრედიენტებია:

  • სასურველი კენკრა - 1 კგ
  • შაქარი - 1 კგ
  • ლიმონის წვენი - 4 ს/კ

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

პირველ რიგში გარეცხილ მწიფე კენკრას დააყარეთ შაქარი და დატოვეთ მთელი ღამით მაცივარში. შემდედ დადგით გამზადებული კენტკრა ცეცხლზე და შეუჩერებელი მორევის პარალელურად მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ მიღებულ მასას უნდა დაუმატოთ ლიმონის წვენი იმ შემთხვევაში, თუკი არ აკეთებთ ალუბლის მურაბას. ამის შემდეგ კიდევ უნდა გააგრძელოთ ხარშვა 5 წუთის განმავლობაში. ცხელი მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და უკვე მზად იქნება მოსახუფათ. თავდახურული ქილები დატოვეთ ამობრუნებული და ადიელაში გახვეული რამდენიმე საათით, შემდეგ კი შეინახეთ გრილ ადგილას ან მაცივარში.

Exit mobile version